Home სხვადასხვა 9 წლის ბავშვმა მშობლების დანაზოგი მეზობლებს დაურიგა

9 წლის ბავშვმა მშობლების დანაზოგი მეზობლებს დაურიგა

179
SHARE

გერმანიის ქალაქ ბად ვილბელში 9 წლის ბიჭმა მეზობლებისთვის მშობლების ფულადი დანაზოგის დარიგება სცადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

ბავშვი ყველა სახლის კარზე აკაკუნებდა, შემდეგ კი მეზობლებს ეუბნებოდა, რომ მათ სახლთან 50 ევრო იპოვა და დაბრუნება უნდოდა.

ზოგიერთებმა თანხა აიღეს და სანაცვლოდ ბავშვს მცირე ჯილდოც მისცეს. თუმცა ერთ-ერთი სახლის პატრონს მოზარდის საქციელი საეჭვოდ მოეჩვენა და პოლიციაში დარეკა.

სამართალდამცველებმა ბავშვს ტომარა უპოვეს, რომელშიც დაახლოებით 2700 ევრო იყო. ბიჭმა მათ არ უთხრა, თუ საიდან ჰქონდა ფული, სიმართლე კი მშობლებთან დაკავშირების შემდეგ გაირკვა.

როგორც აღმოჩნდა, მშობლებმა შეამჩნიეს, რომ მათი დანაზოგი, დაახლოებით 3000 ევრო დაიკარგა: ბავშვმა ის ჩემოდანში იპოვა და 260 ევროს დარიგება მოასწრო.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here