Home სხვადასხვა “შვილის მკვლელი დედის სახელის ტარება უფრო ძნელი იქნებოდა”…

“შვილის მკვლელი დედის სახელის ტარება უფრო ძნელი იქნებოდა”…

203
SHARE

მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ხშირად ვისმენდი ნაცნობებისგან კითხვას: “ბავშვის გაჩენას აპირებ?” როცა გაკვირვებული და გაბრაზებული ვპასუხობდი, აბა რას ვიზამ-მეთქი, ისმოდა კომენტარები: მარტომ როგორ უნდა გაზარდო, ყველაფერზე შენ მოგიწევს ნერვიულობა, პატარა გოგო ხარ, არ გინდა ისევ გათხოვდე? …

დიახ, მე პატარა გოგო ვარ და ყველაფერზე მე ვნერვიულობ, დიახ, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემს შვილს საჭმელი ჰქონდეს… მე ვარ გოგო, რომელიც ერთი თვის ორსული დარჩა მარტო… მე ვარ ის გოგო, რომელმაც წამოსვლის დღეს გაიგო, რომ ორსულადაა და იმის მიუხედავად რომ მოდიოდა, მაინც ყველაზე ბედნიერი იყო ახალი ამბით… მე ის გოგო ვარ, ვინც მთელი გზა ლოცულობდა, 12 საათი მიკროავტობუსით მგზავრობის დროს ბავშვს არაფერი მოსვლოდა…

მე ის გოგო ვარ, ვინც მარტომ გაატარა ორსულობის 9 თვე. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე მკვლელის დაქირავება საკუთარი შვილის სიცოცხლის მოსასპობად… არ არსებობს მიზეზი, რომელიც აბორტს გაამართლებს(გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დედის და ნაყოფის სიცოცხლე ეჭვქვეშ დგება) !!! მე დღეს ბედნიერი დედა ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილისთვის. ძნელია მარტოხელა დედობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ შვილის მკვლელი დედის სახელის ტარება უფრო ძნელი იქნებოდა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here