Home სხვადასხვა დედამ ის სავარძელზე მიამაგრა და ბავშვი ფანჯრიდან გადაისროლა

დედამ ის სავარძელზე მიამაგრა და ბავშვი ფანჯრიდან გადაისროლა

2945
SHARE

ილინოისის შტატში, ქალაქ ვაიომინგში ხანძრის დროს 21 წლის დედამ შელბი ენ კარტერმა 12 დღის შვილის სიკვდილისგან სასწაულებრივად იხსნა.

30 ნოემბერს სახანძროს, სახლში გაჩენილი ხანძარის შესახებ შეატყობინეს. 21 წლის გოგონა, საკუთარი სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იპოვეს, ბავშვი კი მასთან არ აღმოჩნდა.

მოგვიანებით, გოგონა თავის სავარძელში უსაფრთხოდ დამაგრებული, ნაგავში იპოვეს. დედამ ის სავარძელზე მიამაგრა, მინა გატეხა და ბავშვი ფანჯრიდან გადაისროლა.

უმნიშვნელო დამწვრობებს თუ არ ჩავთვლით, ბავშვი აბსოლუტურად უვნებელი გახლდათ.

აი, რა განაცხადა სახანძროს თანამშრომელმა, ედ ფოგლესონგერმა:

“ახალგაზრდა დედის საქციელით გაოგნებული ვარ: ექსტრემალურ სიტუაციაში მან საკუთარი ემოციების მართვა შეძლო და ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა”.

გოგონას ბებია კი ამ ამბავს ასე ეხმაურება:

“შელბით ვამაყობთ. ის ღირსეულად მოიქცა”.

ამ ისტორიამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო კამპანია, სადაც შემოწირულობის სახით 40 000 დოლარი შეგროვდა.

შელბის ოჯახი და მეგობრები ამ დიდ დანაკლისს, რა თქმა უნდა, გლოვობენ, თუმცა მეორეს მხრივ ახალგაზრდა დედის საქციელით ამაყობენ. გოგონამ ხომ საკუთარ ქალიშვილს სიცოხლე მეორედ აჩუქა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here