Home სხვადასხვა ამ პატარამ გულზე 9 ოპერაცია გადაიტანა, სამჯერ მოათავსეს რეანიმაციაში, გადაიტანა ინსულტიც 

ამ პატარამ გულზე 9 ოპერაცია გადაიტანა, სამჯერ მოათავსეს რეანიმაციაში, გადაიტანა ინსულტიც 

330
SHARE

კრის და ეშტონ ჰოჯები ვაჟის დაბადებას მოუთმენლად ელოდნენ. მათ ყველა გამოკვლევა პასუხისმგებლობით ჩაიტარეს, თუმცა ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ჰიპოპლასტიკური გულის სინდრომი. როგორც კი ბავშვი დაიბადა, პაწაწინა გულზე ოპერაცია გაუკეთეს.

მსგავსი დიაგნოზით ერთეულები ცოცხლობენ. მან გულზე 9 ოპერაცია გადაიტანა, 3-ჯერ მოათავსეს რეანიმაციაში, გადაიტანა ინსულტიც.

ამ ყველაფრის შემდეგ გადარჩენა კი, ნამდვილი სასწაულია.
ბავშვი 2 კგ დაიბადა, ოპერაციის გასაკეთებლად კი ძალების მოკრება იყო საჭირო. როცა ბიჭუნა სულ ერთი კვირის იყო, პირველი ოპერაცია გაუკეთდა.

15 თვის შემდეგ ახალშობილი საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ინსულტი მიიღო და კვლავ საავადმყოფოში მოხვდა.

ამჟამად ბავშვი თავს კარგად გრძნობს. მომავალში კი მას გულის გადანერგვა დასჭირდება.

ჯეკი მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გადაიტანა, ძალიან მხიარული ბავშვია. ის გამუდმებით იცინის და გარშემო მყოფებს ახალისებს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here