Home მედიცინა 4 წლის ბიჭმა იშვიათი ფორმის კიბო დაამარცხა

4 წლის ბიჭმა იშვიათი ფორმის კიბო დაამარცხა

267
SHARE

4 წლის ბიჭ­მა, რო­მელ­საც კი­ბოს ახა­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩა­უ­ტარ­და აშშ-ში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, ლე­ი­კე­მი­ის იშ­ვი­ა­თი ფორ­მა და­ა­მარ­ცხა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

„ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­ზი­ა­რე­ბულ ვი­დე­ო­ში ზაკ ოლი­ვერ­მა ათა­სო­ბით მიმ­დე­ვარს სი­ხა­რუ­ლით აც­ნო­ბა, რომ მას კიბო აღარ აქვს.

ბრი­ტა­ნელ­მა ზაკ­მა და მის­მა ოჯახ­მა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლეს, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის და მგზავ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო 500 ათა­სი ფუნ­ტი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ. ზაკს ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის იშ­ვი­ა­თი ფორ­მა 2018 წლის მა­ის­ში და­უდ­გი­ნეს. ლე­ი­კე­მი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ 200 ბავ­შვია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

ფი­ლა­დელ­ფი­ის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ზაკი ნო­ემ­ბერ­ში მო­ა­თავ­სეს. ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ 17 კვი­რი­ა­ნი თე­რა­პია ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის შანსს 60-დან 80%-მდე გაზ­რდი­და. თე­რა­პი­ის დროს კი­ბოს პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ებ­რძვი­ან.

BBC-სთან ზა­კის მამა გან­მარ­ტავს, რომ მე­დი­კო­სებ­მა ბავ­შვის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა შეძ­ლეს და მო­ამ­ზა­დეს, რომ ებ­რძო­ლა კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ექი­მებ­მა ოჯახს აც­ნო­ბეს, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ზაკი და მისი მშობ­ლე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში, სახ­ლში დაბ­რუნ­დნენ.

ბიჭი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გა­ზა­ფხულ­ზე კი­დევ ერთხელ გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც ბი­ოფ­სი­ას ჩა­უ­ტა­რე­ბენ და ორ­გა­ნიზმს კი­დევ ერთხელ შე­უ­მოწ­მე­ბენ.

„ის კვლავ ისე­თი ზა­კია, რო­გორ­საც ვიც­ნობ­დით, ენერ­გი­ით სავ­სე. მას სიმ­სივ­ნე აღარ აქვს, ვლო­ცუ­ლობთ, რომ აღა­რა­სო­დეს და­ე­მარ­თოს,“ – ამ­ბობს ზა­კის მამა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here