Home სიახლე ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

369
SHARE

ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, ცხრა წლის ბავშვს დენმა დაარტყა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ძლიერი დამწვრობით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, იქ მცხოვრებლებმა სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ბავშვის ხმა გაიგეს, კარი გატეხეს  და მოზარდი გამოიყვანეს. ამ დროისთვის ბავშის მდგომარეობა მძიმეა. მას მესამე- მეოთხე  ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here