Home სხვადასხვა „გოგონა მაუგლი“ – გოგონა იმდენად მოუვლელი იყო, რომ  ყელსაბამი კანში ჰქონდა შეზრდილი

„გოგონა მაუგლი“ – გოგონა იმდენად მოუვლელი იყო, რომ  ყელსაბამი კანში ჰქონდა შეზრდილი

280
SHARE

მოსკოვში, 5 წლის გოგონა დედამ ბინაში მარტო რამდენიმე დღით დატოვა. მისი ტირილი მეზობელმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. სამართალდამცველების მოსვლამდე, მეზობლები ბინაში შევიდნენ, სადაც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები დახვდათ: „ლამის, გული წაგვივიდა ბინაში ისეთი სიბინძურე და სუნი იყო.“

სამართალდამცველები ბინაში ტოქსიკური ნივთიერებებისგან დამცავი სამოსით შევიდნენ. ნაგვით და ტარაკნებით სავსე სახლში მათ 5 წლის ბავშვი დახვდათ, რომელიც შიმშილისა და გაუწყლოვანების ზღვარზე იყო მისული.

გოგონა იმდენად მოუვლელი იყო, რომ  ყელსაბამი კანში ჰქონდა შეზრდილი. 

გოგონას სახელად „ლიუბოვ“ (სიყვარული) ჰქვია. იგი დედამისმა, 47 წლის ირინა გარაშენკომ სახლში მარტო რამდენიმე დღით, საჭმლისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვა.

თუმცა თვითმხილველებისგან ირკვევა, რომ გარაშენკომ ჩვილი სახლში 5 წლის წინ მიიყვანა და ბავშვს ბინა მას შემდეგ არ დაუტოვებია.

პოლიციის განცხადებით, 5 წლის გოგონა ყელამდე ნაგავში იჯდა და მის სხეულზე ტარაკნები დაცოცავდნენ. სამართალდამცველებმა ბავშვთან კომუნიკაცია ვერ დაამყარეს, რადგან გოგონას სოციალური უნარები საერთოდ არ აქვს განვითარებული და არც ლაპარაკი იცის. პოლიციამ 5 წლის „ლიუბოვს“ წყალი მიაწოდა. სამართალდამცველების თქმით, ბავშვმა ერთიანად 2 ლიტრი დალია.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ბავშვს ანორექსიის ნიშნებიც აღმოაჩნდა.

5 წლის ბავშვს რუსულ მედიაში „გოგონა მაუგლიდ“ მოიხსენიებენ.

ბავშვის დედა, ირინა გარაშენკო პოლიციამ დააკავა. იგი განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here