Home სიახლე 8 წლის მოზარდი, რომელსაც ფოთში დენმა დარტყა, გარდაიცვალა

8 წლის მოზარდი, რომელსაც ფოთში დენმა დარტყა, გარდაიცვალა

1133
SHARE

8 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

“მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი,” – განაცხადა ქაშიბაძემ.

შემთხვევა 11 მარტს, ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში მოხდა, სადაც მაღალი ძაბვა გადის.

თავდაპირველად მოზარდი ფოთის ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მალევე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მოზარდს სხეულის მძიმე ხარისხის (70%-ის) დამწვრობა აღენიშნებოდა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here