Home სხვადასხვა 7 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე დედის მეგობარს პატიმრობა მიესაჯა

7 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე დედის მეგობარს პატიმრობა მიესაჯა

281
SHARE

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან საოჯახო მეურნეობას  ეწეოდა,  2018 წლის ივნისიდან – ნოემბრის ჩათვლით მ.მ-ს არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა იგი.

სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ გარდა აღნიშნული დანაშაულისა, რ.ვ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მ.მ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ.

სამართალდამცველებმა რ.ვ. 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და „გოლდ-სტარის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.ვ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად  22 წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here