50-ლარიანი დახმარებით 146 000 ბავშვი ისარგებლებს

    250
    SHARE

    სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ. 50 ლარიდან 30 სპეციალურ, ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

    სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მიიღო. ბავშვის 50-ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

    ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებგვერდ www.ssa.gov.ge-ზეა ხელმისაწვდომი.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here