Home ორსულობა 25 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან გოგონა დაიბადა

25 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან გოგონა დაიბადა

454
SHARE

25 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან გოგონა დაიბადა. გაყინული ემბრიონის ასაკის კუთხით ეს მსოფლიო რეკორდია. ინფორმაციას პორტალი BBC – უკრაინა ავრცელებს.

გოგონას სახელად ემა რენ გიბსონი დაარქვეს. ის აშშ-ის ტენესის შტატში 2017 წლის 25 ნოემბერს დაიბადა. ახალშობილი 3,4 კგ-ს იწონიდა და 50,8 სმ იყო.

გიბსონების ოჯახს შვილის ყოლა დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, თუმცა ბენჯამინის ავადმყოფობის გამო (კისტოზური ფიბროზი) ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ ცოლ-ქმარმა  დახმარებისთვის ემბრიონების ეროვნულ ცენტრს მიმართა (National Embryo Donation Center, NEDC). ცნობისთვის, ცენტრი გაყინულ მდგომარეობაში იმ წყვილების მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებულ „დაუგეგმავ“ ემბრიონებს ინახავს, რომლებსაც მეტი შვილის გაჩენა აღარ სურთ.

ემბრიონი, რომლიდანაც  შემდგომში  გოგონა დაიბადა ცენტრს 25 წლის წინ ჩააბარეს. ის 1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინეს მაშინ,როცა დედა, თინა გიბსონი ჯერ მხოლოდ 1,5 წლის იყო. დღეს თინა 26 წლისაა.  მას არ აღელვებს ის ფაქტი, რომ მისი შვილი რეკორდული ასაკის ემბრიონიდან დაიბადა.

ჩვენ უბრალოდ შვილი გვინდოდა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რეკორდია ეს თუ არა ,- განუცხადა მან CNN-ს.

რაც შეეხება მამას, ბენჯამინ გიბსონი აღტაცებულია ახლადშეძენილი შვილით და ამბობს,რომ გოგონა იდეალურად გამოიყურება მიუხედავად იმისა,რომ ის მთელი 25 წლის განმავლობაში გაყინული იყო.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here