Home სიახლე 2018 წელს საქართველოში 23 არასრულწლოვანი მამა და 715 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა

2018 წელს საქართველოში 23 არასრულწლოვანი მამა და 715 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა

40
SHARE

2018 წელს საქართველოში 23 არასრულწლოვანი მამა და 715 არასრულწლოვანი დედაა დარეგისტრირებული, ნათქვამია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე წარედგინათ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ადრეულ ასაკში ნიშნობა და ქორწინება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაცია აკრძალულია, პრობლემა ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები რჩება. ამასთან, 2017 წელს არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობამ 825 ადამიანს მიაღწია.

სახალხო დამცველის აპარატში საუბრობენ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათთვის იმ რისკების შესახებ საუბრის აუცილებლობაზე, რომელიც თანამდევია ადრეული ქორწინებისთვის.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ასევე პრობლემაა სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური სამსახურებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არაკოორდინირებული მუშაობა. გასულ წელს ადრეული ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა.

ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინების გამო სკოლის დამთავრებას დაახლოებით 300 მოსწავლე ვერ ახერხებს. ამ მიზეზით 2015-2016 წლებში 553 ათასი მოსწავლიდან სკოლის დამთავრება 460-მა გოგონამ და 68 ბიჭმა ვერ შეძლო. 2016-2017 წლებში კი 564 ათასი მოსწავლიდან სკოლა 230-მა გოგონამ და 17-მა ბიჭმა ვერ დაამთავრა, 2017-2018 წლებში 151-მა გოგონამ და 22 ბიჭმა.

ადრეული ქორწინების გამო სკოლის დამთავრებას ქვემო ქართლის რეგიონის მოსწავლეები ვერ ახერხებენ, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, საქართველოში არასრულწლოვანთა შორის ქორწინება 2017 წლის 1 იანვრიდან არის აკრძალული. ადრე არასრულწლოვნებს ქორწინების დარეგისტრირება მშობლების წერილობითი თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში შეეძლოთ.

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here