Home სხვადასხვა 17 წლის მოზარდი მთელი ღამე კომპიუტერით თამაშობდა და გარდაიცვალა

17 წლის მოზარდი მთელი ღამე კომპიუტერით თამაშობდა და გარდაიცვალა

232
SHARE

ტაილანდში მოზარდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მთელი ღამე კომპიუტერით თამაშში გაატარა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 

17 წლის პლაიატ ჰარიკინი  რდადეგებზე მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერულ თამაშებს უთმობდა. დღე და ღამე ის მონიტორთან იჯდა და ონლაინ-თამაშებს თამაშობდა.

მშობლებს შვილთან საჭმელი მის ოთახში მიჰქონდათ და სთხოვდნენ, რომ შეესვენა, თუმცა ბიჭი მათ არ უჯერებდა და თამაშს განაგრძობდა.

4 ოქტომბერს მამა ბიჭის საძინებელში შევიდა და დაინახა, რომ მისი შვილი უგონოდ იყო. კაცს ის ჩაძინებული ეგონა და მის გაღვიძებას შეეცადა, თუმცა მოზარდი გარდაცვლილი აღმოჩნდა.

როგორც მოგვიანებით ექიმებმა დაასკვნეს, ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, რომელიც ღამის საათებში თამაშმა გამოიწვია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here