Home სხვადასხვა 16 წლის გოგონა 14 წელი მხოლოდ ჰამბურგერით იკვებებოდა

16 წლის გოგონა 14 წელი მხოლოდ ჰამბურგერით იკვებებოდა

235
SHARE

დიდი ბრიტანეთის ქალაქ უიტნეშში მცხოვრები გოგო 14 წლის განმავლობაში მხოლოდ ჰამბურგერს ჭამდა და სხვა საკვებს ვერ იღებდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 

კეიტლინ ბრეიტუეიტი 2 წლიდან შერჩევითი კვების დარღვევით იტანჯებოდა: ეს არის კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ადამიანის განსაზღვრულ პროდუქტებზე უარის თქმას აიძულებს.

ამის გამო გოგოს ჰამბურგერის გარდა ნებისმიერ საჭმელზე გული ერეოდა.

იმის გამო, რომ გოგოს რაციონში ბევრი ვიტამინი და ელემენტი არ შედიოდა, ის საკვებ დანამატებს იღებდა.
დაავადება სხვა პრობლემებსაც იწვევა: მას არ შეეძლო სტუმრად ყოფნისას ან რესტორანში ეჭამა. „რესტორანში წასვლის წინ ჩვენ იძულებულები ვიყავით გაგვეგო, იქნებოდა თუ არა მენიუში ჰამბურგერები“-ამბობს გოგოს დედა.

16 წლის ასაკში კეიტლინმა ჰიპნოთერაპიის კურსი გაიარა და ამის შემდეგ პირველად შეძლო სხვა საკვების გასინჯვა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here