Home სხვადასხვა 16 წლის სკოლის მოსწავლე ნობელის პრემიაზე წარადგინეს

16 წლის სკოლის მოსწავლე ნობელის პრემიაზე წარადგინეს

85
SHARE

შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ის ეწევა ახალგაზრდებს შორის კლიმატისცვლილებების საკითხზე. ამის შესახებ „თაიმი“ იუწყება.

16 წლის სკოლის მოსწავლის ნობელის პრემიაზე ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატებმა წარადგინეს.

„ჩვენ გრეტა წარვადგინეთ, რადგან კლიმატური საფრთხე შესაძლოა ომებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდეს. გრეტას მიერ დაწყებული მასობრივი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია მშვიდობის საკითხში“, – განაცხადა დეპუტატმა ფრედი ანდრე ოვსტეგაარდმა.

ჟურნალმა „თაიმმა“ გრეტა ტუნბერგი 2018 წლის ერთ-ერთ გავლენიან მოზარდად დაასახელა. ის სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ „ლიდერები უნდა იქცეოდნენ ისე, თითქოს სახლში ხანძარია, რადგან ეს მართლაც ასეა“.

ის ერთი თვის განმავლობაში მართავდა ერთკაციან საპროტესტო აქციას შვედეთის პარლამენტის წინ მოთხოვნით, მეტი ძალისხმევა დაეთმოს კლიმატური ცვლილებების საკითხს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here