Home სხვადასხვა ქაბულში, სამშობიარო განყოფილებაზე თავდასხმისას ახალშობილს 2 ტყვია მოხვდა და…

ქაბულში, სამშობიარო განყოფილებაზე თავდასხმისას ახალშობილს 2 ტყვია მოხვდა და…

66
SHARE

“ახალშობილი გოგონა, რომელსაც ავღანეთში, ქაბულში მომხდარი ტერაქტის დროს 2 ტყვია მოხვდა, გადარჩა”, – ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამინა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიბადა. როცა კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში ტერორისტები შეიჭრნენ, მათ ბავშვის დედა ჩაცხრილეს, ამინას კი 2 ტყვია ფეხში მოხვდა.

როცა ამინას მამა დედამისს კრძალავდა, მას საოპერაციოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბავშვისთვის ფეხის ამპუტაციის გაკეთება მოუწევთ, რადგან იარები ძალიან სერიოზული იყო. ბავშვის მამამ ექიმებს სთხოვა, ეს არ გაეკეთებინათ.

„დედის გარეშე მოუწევს ცხოვრება, ეს კი მის მომავალს უფრო გაართულებს. თუ ვერ გადარჩა, ჩვენი ბედიც ეს არის, მაგრამ გთხოვთ, ფეხს ნუ მოაჭრით“, – უთხრა მან ექიმებს.

საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმებმა ამინას ფეხი შეუნარჩუნეს. მათ იმედი აქვთ, რომ ბავშვი სიარულს შეძლებს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here