Home მედიცინა რა ასაკიდან იწყებენ ხოხვას პატარები და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ამ საქმეში...

რა ასაკიდან იწყებენ ხოხვას პატარები და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ამ საქმეში – თამარ ობგაიძე საჭირო რჩევებით

143
SHARE

რა ასაკიდან იწყებენ ხოხვას პატარები და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ამ საქმეში, როგორ წავახალისოთ და რაში ეხმარება ხოხვა პატარას,– ამ თემის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს:

“ჩვილების დიდი ნაწილი ხოხვას 7-10 თვის ასაკაში იწყებს. ამ ასაკიდან მას უკვე აღარ ჰყოფნის შემოსაზღვრული პატარა სივრცე, ამიტომ არეალის გაზრდაც საჭიროა და ამ სივრცეში ფიზიკური აქტივობაც.

ხოხვას პატარები იწყებენ მას შემდეგ, რაც მყარად იწყებენ ჯდომას. ამ დროს ზურგის კუნთები საკმარისად გამაგრებულია და მას შეუძლია ხანგრძლივად ასწიოს თავი მაღლა ოთხ კიდურეზე დგომისას, რაც სივრცის სრულად დანახვის საშალებას აძლევს.

ხოხვა ბავშვის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ეხმარება პატარას სამყაროს შემეცნებაშიც და ფიზიკურ განვითარებაშიც. ვითარდება კუნთები, კოორდინაცია. ის ადვილად იწყებს საყრდენის მოძებნას და ფეხზე დგომას, შემდეგ კი სიარულს.

თუმცა, თუ თქვენმა პატარამ ეს 7-8 თვეზე ვერ შესძლო, ძალიან ნუ შეშინდებით, ზოგი ბავშვი ხოხვას ფეხზე დგომის შემდეგაც იწყებს და თუ სხვა ყველაფერი რიგზეა, ეს დარღვევად არ ჩაითვლება.

პირველ რიგში სწორად შეარჩიეთ ადგილი -ეს უნდა იყოს შეძლებისადაგვარად გაშლილი, თავისუფალი სივრცე, სადაც პატარას დაბრკოლებები არ შეხვდება და ტრავმატიზაციის რისკიც ნაკლები ექნება.

შეარჩიეთ საფენი, რომელზეც პატარა იხოხებს – საუკეთესო ვარიანტია სპეციალურად გამოყოფილი ფარდაგი, რომელსაც ხშირად გარეცხავთ ან საბავშვო პაზლი – ხალიჩა , რომელიც ადვილად იწმინდება და შრება.

არ გამოდგება ტრადიციული ხალიჩა. ფიზიკური დატვირთვისას ბავშვს ჩვეულებრივ პირი ღია აქვს და შესუნთქვისას მტვრის ნაწილაკები ადვილად მოხვდება სასუნთქ გზებში.

იყავით ყურადღებით, ბავშვის სივრცეში გადაადგილებას, ამას შესაძლოა ტრავმატიზაციის რისკის გაზრდა მოჰყვეს. ამიტომ ის მარტო არ უნდა დატოვოთ.

დახურეთ ჩამრთველები, თუ ისინი იატაკთან ახლოს მდებარეობს.

გულდასმით დაათვალირეთ სივრცე, სადაც ჩვილი გადაადგილდება. იქ არ უნდა იყოს წვრილი სათამშოები ან რაიმე ნივთები, რაც, შესაძლოა, თქვენი ცნობისმოყვარე პატარას ინტერესის საგანი გახდეს და პირდაპირ პირში გადაუძახოს ან სასუნთქ გზებში მოხვდეს.

დაიწყეთ მარტივი ვარჯიშით – ხშირად დააწვინეთ მუცელზე. ეს, რათქმა უნდა, მუცელზე ძილს არ გულისხმობს. მუცელზე დაწოლილს ელაპარაკეთ, ეთამაშეთ. ის შეეცდება აიწიოს ხელებზე დაყრდნობით და თამაშში აგყვეთ. ასეთი ვარჯიშები გააძლიერებს ზურგის და ზედა კიდურების კუნთებს.

შეეცადეთ აჩვენოთ პატარას, რას ელით მისგან. ამიტომ აჩვენეთ მას, რას ნიშნავს ხოხვა.

წაახალისეთ ხოხვა – ამისათვის დაგჭირდებათ ახალი სათამაშოები, რომელსაც საფენზე რამდენიმე ადგილას დადებთ. ბავშვს უნდა ჰქონდს სურვილი, მისწვდეს სათამაშოს, რაც ამ შემთხვევაში ერთვარი სატყუარაა, რომელიც მან უნდა მოიპოვოს, ამისათვის კი უნდა გადადგილდეს”, – წერს ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here