Home სხვადასხვა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ფაქტები – სტატისტიკა და კვლევები

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების გარდაცვალების ფაქტები – სტატისტიკა და კვლევები

199
SHARE

კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ COVID-19 -ით უფრო მეტი ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი დაინფიცირდა.

ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე გამოკვლევის შედეგია ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსი ბავშვებზე. 18 მარტს NEJM–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია ბავშვის პირველი გარდაცვალების შესახებ. ეს გახლდათ 10 თვის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში შეყვანიდან 4 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

სტატიაში ასევე მოყვანილია 14 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტი ჩინეთში, ჰუბიის პროვინციიდან. დეტალები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემები დაინფიცირებამდე, ცნობილი არ არის. ექიმების თქმით, ბავშვს ჰქონდა ნაწლავის გადახლართვა და კოროვირუსის აღმოჩენამდე ოთხი კვირის განმავლობაში მრავალი ორგანოს უკმარისობა განიცადა.

პიტსბურგის საავადმყოფოს ბავშვთა ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორ ჯონ უილიამსმა, Newsweek-ს განუცხადა, რომ ბავშვის გარდაცვალება სავარაუდოდ, COVID-19-ით არ არის გამოწვეული.

NEJM- ის სტატიაში ნათქვამია, რომ ჩინეთში შემთხვევათა 1 პროცენტზე ნაკლები იყო 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. 1391 გამოკვლეული პაციენტიდან სამ პაციენტს დასჭირდა ინტენსიური თერაპიის კურსი და სასუნთქ აპარატზე შეერთება. სამივე ბავშვს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები.

ძნელი სათქმელია, რამდენი ბავშვი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, მსუბუქი სიმპტომების მქონე ბავშვები გადაამოწმონ და დაადასტურონ ვირუსი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა შორის 18 წლამდე ასაკის 2,572 ბავშვია, რაც გამოვლენილი ყველა შემთხვევის 1.7 პროცენტია. მთლიანობაში, COVID-19– ის დადებითი ტესტის მქონე სამი ბავშვი გარდაიცვალა დაკვირვების პერიოდში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. ყველაზე გავრცელებული ჯგუფი (ბავშვების 32%) 15-17 წლისაა.

Los Angeles Times-ის თანახმად, მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევებს ბავშვებში დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც გარკვეულწილად უარყოფს წინა კვლევებს.

რაც შეეხება კვლევას, რომელიც New England Journal of Medicine-ის ექსპერტებმა ჩაატარეს, დაადგინა, რომ ინფიცირებული ბავშვების 4.4% -ზე მეტს არ ჰქონდა ვირუსის სიმპტომები, 51% -ს აღენიშნება ისეთი მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ყელის ტკივილი, ზოგჯერ ცხელება, დაღლილობა. ზოგიერთ შემთხვევაში გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი და დიარეა.

ბავშვების დანარჩენი 39% შედარებით მძიმედ იყო. მათ ჰქონდათ პნევმონია, ხველა და ცხელება.

ამ ბავშვებში ფილტვების პატარა ნაწიბურები და ლაქები შეიმჩნეოდა. სტეტოსკოპის საშუალებით, ექიმები ხშირად ისმენდნენ გულმკერდის არეს, სადაც მიმდინარეობდა სითხის დაგროვება.

აღსნიშნავია, რომ მძიმე შემთხვევებში, ტემპერატურა, ხველა და ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის სიმპტომები პროგრესირებდა ერთი კვირის განმავლობაში, სუნთქვის უკმარისობისკენ. კრიტიკულ შემთხვევებში იყო სუნთქვის უკმარისობა და შოკი, თავის ტვინის ანთება ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებში, როგორიცაა გული და თირკმელები.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here