Home მედიცინა გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ბავშვები რეანიმაციაში „მულტისისტემური სიმპტომებით“ ხვდებიან

გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ბავშვები რეანიმაციაში „მულტისისტემური სიმპტომებით“ ხვდებიან

298
SHARE

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის (NHS) წარმომადგენლებმა, ექიმებს გაფრთხილება გაუგზავნეს, რომელშიც ეწერა, რომ გაზრდილია შემთხვევები, როდესაც ბავშვები რეანიმაციაში „მულტისისტემური სიმპტომებით“ ხვდებიან, რაც  მუცლის და გულის ტკივილებით გამოიხატებადა  და შესაძლოა ეს ახალ კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული.

ამის შესახებ ინფორმაციასს BBC ავრცელებს.

„ბოლო 3 კვირაში გაიზარდა მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობის შემთხვევები ბავშვებში, რომლებსაც ინტენსიური თერაპია სჭირდებათ.

ყველა შემთხვევაში გამოვლინდა ტოქსიკური შოკი და კავასკის სისტემის ატიპური ფორმა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კოვიდ-19თან“, – წერია NHS-ის წერილში.

წერილში ასეთი სიმპტომების მქონე ბავშვების ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here