Home სხვადასხვა თამუნა კომლაძე ივანიშვილზე: სავალდებულოა თავისი ნაშრომი სათითაოდ ჩამოგვირიგოს? სადაც საქმეს სჭირდება, იქ...

თამუნა კომლაძე ივანიშვილზე: სავალდებულოა თავისი ნაშრომი სათითაოდ ჩამოგვირიგოს? სადაც საქმეს სჭირდება, იქ გულუხვია

660
SHARE

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამუნა კომლაძე მიმდინარე მოვლებს, უხილავ მტერთან ხელისუფლების ბრძოლისა და ოპოციზიი დამოკიდებულებაზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

დღეს ძალიან რთული პერიოდი გვიდგას. საქართველოს მთავრობა სასიქადულო მედიცინის მუშკებთან ერთად უხილავ მტერს ებრძვის. ექიმების დაუღალავი შრომის შედეგია, დღეის მდგომარეობით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა დიდი რომ არ არის, თუმცა მარტო ექიმები ვერას გახდებოდნენ მთავრობის გარეშე. ოპოზიცია! განა რთულია ამის დანახვა! ნაცვლად იმისა, რომ მხარში ამოუდგეთ ერთმანეთს, გვერდზე გადავდოთ სიძულვილი, თქვენ ბოღმით ავსებულნი რას აღარ ჩადიხართ.

რა გნებავთ, ისევ მთავრობაში მოსვლა? არ იყავით? თქვენი მოღვაწეობა ხომ კარგად იცით, ანდა რომელი ოპოზიციონერიც პარლამენტშია, რას აკეთებს ქიშპაობის და ცირკის გამართვის მეტს. ვეღარ გაიგეთ აღარავის აინტერესებხართ, მხოლოდ თქვენისთანებს და ცოტანი ბრძანდებით. გგონიათ წარმატებებს მოგიტანთ ერთმანეთის მლანძღველები, გვერდი-გვერდ რომ დასხედით – ასე რამ გაგაბოროტათ? კარგია, მესტვირე თინა ბოკუჩავასა და ელენე ხოშტარიას გვერდში დგომა? ნიღბებით და მუსიკის თანხლებით სხდომათა დარბაზში რომ შეცვივდნენ და ქალებისთვის შეუფერებელი საქციელით, სასაცილოდ გაიხადეს საქმე.

როგორ მსურს შესაფერისი სიტყვების კორიანტელი დაგახვიოთ თავზე, მაგრამ რაც არ უნდა ცუდი სიტყვა გიწოდოთ ადამიანმა, თქვენთვის ნანინა არის, იცით რატომ, იმ დონემდე გაქვთ კანი გასქელებული, ვერც ერთი სიტყვა თქვენი ტვინის უჯრედამდე ვერ აღწევს. დღესაც კი, როდესაც ავადსახსენებელი ვირუსი გვებრძვის, ქილიკაობის ხასიათზე ხართ – გეკითხებით?! მთავრობის ინიციატივას ეგრე ამოუდექით მხარში? ჩვენ, გამწარებული ხალხი, რომლებიც ყოველ საათში, როგორი ინფორმაციით გამოვლენ ჩვენი ექიმები, მაგის მოლოდინში ვართ, თქვენ საით მიდიხართ, ლანძღვა-გინებისკენ. ხან პირბადეები არ მოგწონთ, ხან ვითომ ჩვენი მთავრობა რას წარმოადგენს და ვინ ამოუდგება მხარში, ხან ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას სასწრაფოდ ითხოვთ, ვითომ მთავრობამ იცოდა და აგერ-აგერ კორონა ვირუსის მოახლოებას ელოდა.

ხან არაფრად მიგაჩნიათ მთავრობის ინიციატივა თანხის მოგვარებასთან დაკავშირებით, ხან სააკაშვილის ბოდვებს იზიარებთ ვითომ როგორ ზრუნავს ჩვენი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე. თვალები და ყურები დაგევსოთ? ვერ ხედავთ? რამდენი ემიგრანტი ჩამოიყვანეს და როგორი ყურადღების ქვეშ ჰყავთ. ხან საჩივრები შეგაქვთ სასამართლოში, ხან ვითომ ივანიშვილი ჩრდილშია და გარეთ გამოსვლაზე მიუთითებთ, ნამდვილი საცოდავები ხართ.

ვისაც როგორ შეეძლო, დაწყებული მთავრობის წევრებიდან, დამთავრებული გულიან ხალხამდე 24 მილიონი შეაგროვეს, ამისთვის დიდი მადლობა მათ, მაგრამ 100 მილიონი ეს ხომ ვებერთელა თანხაა და არა პირველად, ესეც შეგეხარბოთ, არ გინდოდათ დახმარება გაეღო  ბიძინა ივანიშვილს, სალაპარაკო თემა მოგიზღვავდებოდათ.

ამ ადამიანს ჩემი სიტყვების შეწევა არაფერში სჭირდება, მაგრამ საინტერესოა, რას გადაეკიდეთ, მადლობის მაგიერია? ყველამ კარგად იცის მისი გაკეთებული სიკეთეები. პირადად მე და ჩემს ოჯახს მისგან არავითარი დახმარება არ მიგვიღია, მაგრამ სავალდებულოა თავისი ნაშრომი სათითაოდ ჩამოგვირიგოს? სადაც საქმეს სჭირდება, იქ გულუხვია, ეს თქვენც კარგად იცით.
ბატონო ბიძინა ღმერთმა მაშოროს თქვენი კრიტიკა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ.

გუშინდელივით მახსოვს მთავრობაში თქვენი მოსვლის პერიოდი, როცა საქართველოს 100 ათასობით მოქალაქე თავისუფლების მოედანზე გეგულებოდით. იქ მდგომ ხალხს სიხარულის ცრემლების ნიაღვარი უნებურად ჩამოსდიოდა. იმ იმედით გელოდებოდით, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებოდა, ასეც მოხდა. მხოლოდ ერთი ვერ შეძელით – ბოლომდე მოგეშორებინათ ეს ნ ა მ ც ე ც ე ბ ი, რომლებიც ასე გვაღიზიანებენ და ტყუილების ლაპარაკით თავის თავსაც და ამომჩევლებსაც არცხვენენ.

ვერ შეიგნეთ, რომ მთავრობას დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი – დაელოდეთ! სასწრაფოდ რომ ითხოვდით დახმარების გამოყოფას, ვითომ ხალხის დარდით აღარ იყავით, დახმარების პაკეტიც წარმოადგინა ხელისუფლებამ, კარგად გათვლილი, გაანგარიშებული და დახვეწლი პაკეტი. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, ეს საკითხი მოაგვარეს, ახლა სხვა უშინაარსო საკითხებით დაკავდით. ჭკუას ვერ სწავლობთ! ოღონდ ცუდი ისაუბროთ, თავს ვერაფერზე იწუხებთ, ქულებს მაინც ვერ დაიწერთ, იმაზე იფიქრეთ, ხალხის სასიკეთოდ რა გაგიკეთებიათ, თავის მობეზრების მეტი.

მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ და შეიძლება ჩემი აზრი სათანადოდ ვერ გამოვხატე, რისთისაც წამკითხველო ბოდიშს გიხდი, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც სტკივა დღევანდელობა და რომელსაც საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაზე აინტერესებს ინფორმაციის მოსმენა და არა ქედმაღალი და ბოღმით სავსე, არაფრის მთქმელი და სიტყვაზე გამოკიდებული ოპოზიციის ტყუილების.

და ბოლოს, ქართველი ხალხი გონიერია, ბევრჯერ მინახავს მათი ერთმანეთის გვერდში დგომა. დღესაც როგორც არასდროს გულთან მივიტანეთ ჩვენი ექიმების და მთავრობის თხოვნებს სახლში დარჩენასთან დაკავშირებით. მჯერა, მალე დავამარცხებთ ამ ბოროტ ვირუსს და გავიმარჯვებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს თამუნა კომლაძე.

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here