ბულინგის მსხვერპლი 9 წლის ბიჭი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

    202
    SHARE

    9 წლის ავსტრალიელი ბიჭის ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიცვა. ბავშვი და დედა ჰყვებიან, თუ როგორ იქცა ბიჭი ბულინგის მსხვერპლად.

    ბავშვის დედამ, იარაკა ბეილმა საკუთარი შვილის, კვადენის ვიდეო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მას კლასში კიდევ ერთხელ დასცინეს, იმიტომ რომ ტანდაბალია.

    „ეს არის ის შედეგი, რაც ჩაგვრას მოჰყვება“, – ამბობს ბავშვის დედა. 9 წლის კვადენი ამბობს, რომ დაიღალა ასეთი დამოკიდებულებისგან  და სიკვდილი უნდა. „მინდა რომ თავი დავარტყა შუშას და უბრალოდ მოვკვდე“, – ამბობს ბიჭი. იარაკა ბეილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და კვადენის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია გრძელდება.

    This is the impacts of bullying! I seriously don’t know what else to do! 😭

    Posted by Yarraka Bayles on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020

    ვიდეოს სოციალურ ქსელში 17 მილიონამდე ადამიანმა უკვე უყურა.

    მას გამოეხმაურენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობი ჰიუ ჯეკმანი და კალათბურთელი ენეს კანტერი, რომლებმაც ბულინგისგან გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს. სოცქსელში პოპულარული გახდა ჰეშთეგი #WeStandWithQuaden – „ჩვენ ვდგავართ კვადენთან“.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here