„როგორ უნდა იცხოვროს დედამ, რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა…“ – მევლუდ მელაძის გზავნილი მეუღლეს

    210
    SHARE

    საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ტიტულოვანი ქართველი ავტომბროლელი, მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მისი ოჯახის წევრის, ავტოავარიაში გარდაცვლილი 15 წლის ნიკუშა ჯორჯაძის სახელზე ახალი ახალგაზრდული ბრენდი.

    „ნიკუშას დაღუპვის შემდეგ გამუდმებით მხოლოდ ერთი რამე მეფიქრებოდა, როგორ უნდა იცხოვროს დედამ, რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა?

    არ ვიცი, ვისთვის რა არის სიძლიერე, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანი ძლიერი მაშინ ხარ, როცა იპოვი გზას, რომლითაც შვილზე მზრუნველობას და მის რაღაცა ფორმით ფიზიკურ ყოფას გააგრძელებ.

    ვგიჟდები შენზე SalomeGvelesiani როგორღაც მაინც მოახერხე, რომ შვილის ხასიათი და ცხოვრების სტილი ხელშესახები გაგეხადა და მალე ერთის ნაცვლად ათასობით ნიკუშა გეყოლება მისახედი და ჩასაცმელი.

    reckless – ესეთი სახელის ქვეშ დაიმალება მწარე რეალობა, ხოლო ფართო საზოგადოებას კი მოგვევლინება თინეიჯერებისთვის განკუთვნილი მოდური, პრაქტიკული და მოქნილი სამოსის სახით“, – წერს მევლუდ მელაძე.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here