Home მედიცინა “უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა” – პატარა თუთამ ლეიკემია...

“უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა” – პატარა თუთამ ლეიკემია დაამარცხა

494
SHARE

ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ, – ამის შესახებ თუთას დედამ ნატუკა ბერიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პატარა გოგონა, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გააერთიანდა, ლეიკემია დაამარცხა.

„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა.

სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები!

თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!“ – აღნიშნავს ნატუკა ბერიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი წელიწად-ნახევრის წინ დაუსვეს. თუთამ მკურნალობის კურსი გერმანიაში გაიარა და როგორც ირკვევა ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here