Home სხვადასხვა “მოვითხოვ გამოძიებას!” – სკოლის დირექტორმა პოლიციაში იჩივლა

“მოვითხოვ გამოძიებას!” – სკოლის დირექტორმა პოლიციაში იჩივლა

328
SHARE

ზუგდიდის ნომერ პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გოგინავა იმ ფაქტების გამოძიებას და სიმართლის დადგენას ითხოვს, რაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ქალაქის სამმართველოში შევიტანე განცხადება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაზეც სოც ქსელში იყო მითითებული მოქალაქე რუსკა ცხადაიას მიერ. მოვითხოვ ფაქტების გამოძიებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
ზოგადად ადამიანებს გვიყვარს ჭორაობა, ფიქრისა და ანალიზისთვის ვერ ვიცლით. ვინაიდან წარმოვადგენ სკოლას, ქალაქს და სისტემას, მივიჩნევ არათუ თავი ვიმართლო, არამედ დავიცვა ღირსება საკუთარი თავის, სკოლისა და ქალაქის, კეთილსინდისიერი კოლეგების. ჭორაობა და ცილისწამება არ გახლავთ დასჯადი, მაგრამ მდაბიო მოენის, მუხთლობისა და უნდობლობის იარლიყითა და ცოდვით სიარული მიწასაც ამძიმებს”, – განაცხადა ნინო გოგინავამ STV-თან საუბრისას.

პირველი სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ განაწყენებული და უკმაყოფილო ადამიანები მუდმივად არ უნდა აპელირებდნენ ამ ჭორებზე. ნინო გოგინავა თვლის, რომ აუცილებელი და სწორი ნაბიჯი გადადგა.

ცნობისთვის, მოქალაქე რუსკა ცხადაიას განცხადებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა, მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ 1000 დოლარს იღებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა. ამასთანავე, განათლების სამინისტროს მოუწოდა აღნიშნული ფაქტებით დაინტერესდნენ.

წყარო: progressnews.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here