Home სხვადასხვა საკონტაქტო ნომრები, რომლებიც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს

საკონტაქტო ნომრები, რომლებიც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს

106
SHARE

2019 წლის დასაწყისში სკოლებისთვის უსაფრთხოების ახალი წესები ამოქმედდა, სადაც გაწერილია ყველა ის ვალდებულება, რაც სასწავლო დაწესებულებამ საგანგებო სიტუაციის დროს უნდა განახორციელოს.

მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის სკოლა ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს გარკვეული უწყებების საკონტაქტო ნომრები და მათი მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებს და მშობლებს  აცნობოს. ეს უწყებებია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი“  ცხელი ხაზის ნომერი – 112

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ნომერი – 2 200 220;

მანდატურის/უფლებამოსილი პირის მობილური ტელეფონის სამსახურებრივი ნომერი;

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) ცხელი ხაზის ნომერი 08 00 00 00 88;

მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზის ნომერი – 2 200 220 (3335);

საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი – 598 08 30 06, 1481.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 დღისა მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთჩამოთვლილი პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here