Home მედიცინა თბილისში მყოფ ორ ჩინელ ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა

თბილისში მყოფ ორ ჩინელ ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა

108
SHARE

ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევა ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა A ტიპის გრიპის ვირუსი, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ყაზბეგიდან ჩამოყვანილ ორ ჩინელ ბავშვთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჩინელ ბავშვებს თბილისში ინფექციურ საავადყოფოში სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდათ.

“არასრულწლოვნებს, რომლებიც თავიანთ ოჯახათან ერთად მოგზაურობდნენ და იყვნენ ყაზბეგში, ჰქონდათ ტემპერატურული რეაქცია და მცირე გამოვლინება რესპირატორული გამოვლინების, ამის გამო მიზანშეწონილად ჩაითვალა კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით თავის ოჯახთან ერთად გადმოიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა ა ტიპის გრიპის ვირუსი, ხაზს ვუსვამ ა ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ კორონავირუსზე საუბარი არ არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის აღებულია ნიმუშები და გაგზავნილია ლუგარის ცენტრში.

ცნობისთვის, ორი ჩინელი ბავშვი, რომელთაც სიცხე აღენიშნებათ, ყაზბეგიდან თბილისში გადაიყვანეს

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here