კობი ბრაიანტის მეუღლის, ვანესას წერილი ტრაგედიის შემდეგ

    667
    SHARE

    კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ტრაგედიის შემდეგ პირველად მიმართავს საზოგადოებას და “ინსტაგრამზე” შემდეგი სახის პოსტს წერს:

    „მე და ჩემს გოგონებს გვინდა მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს ამ საზარელ პერიოდში გამოვლენილი დახმარებისა და გვერდში დგომის გამო. მადლიერი ვარ ყველა მათგანის, ვინც კობისა და ჯიანას გამო ლოცულობს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა ეს. სრულად განადგურებული ვართ ჩემი გასაოცარი ქმრის, კობისა და ჩემი ძვირფასი ქალიშვილის გარდაცვალების გამო. კობი არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, ხოლო ჯიჯი შესანიშნავი და და შვილი. მათ ორივემ იცოდნენ თუ რა ძლიერ მიყვარდა ისინი და მე ამის გამო მშვიდად ვარ, რომ მოვასწარი მათთვის ეს დამენახებინა.
    კობი ბრაიანტის ოჯახი-ის სურათის შედეგი
    ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ადამიანების დარდს, რომლებმაც კვირას თავიანთი ახლობელი ადამიანები დაკარგეს. არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომლითაც ჩვენს ტკივილს აღვწერთ ახლა.
    ძალიან მინდა, რომ ისინი ახლა ჩვენთან ერთად იყვნენ. არ ვიცი რა გველოდება ამის შემდეგ, რადგან წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე.
    კობი ბრაიანტის ოჯახი-ის სურათის შედეგი
    ჩვენ მართალია ყოველდღე ვიღვიძებთ, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ძალიან რთულია მათ გარეშე, წარმოუდგენელიც კი. თუმცა ვიცით, რომ კობი და ჩვენი პატარა გოგონა, თავზე დაგვნათიან და მე მჯერა, რომ ისინი ჩემი და ჩემი პატარა გოგონების ცხოვრებას ზეციდან გაანათებენ. რაც ყველაზე მეტად მინდა ისაა, რომ შემეძლოს მათთან ჩახუტება, კოცნა და დალოცვა.
    ასევე, მინდა გაუწყოთ, რომ მამბას სპორტულმა ფონდმა ჩამოაყალიბა MambaOnThree Fund, რათა დაეხმაროს ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ სხვა ოჯახებს. შემოწირულობისთვის, გადადით MambaOnThree.org“, – წერს ვანესა ბრაიანტი “ინსტაგრამის” გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიის შტატში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა, კობის შვეულფრენში 5 ადამიანი იმყოფებოდა და ხუთივე  გარდაცვლილი – მათ შორის, კობის 13 წლის ქალიშვილიც.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here