Home სხვადასხვა 2 წლის გოგონა, რომელიც 24 საათის მანძილზე ნანგრევებში იყო მოყოლილი მაშველებმა გადაარჩინეს

2 წლის გოგონა, რომელიც 24 საათის მანძილზე ნანგრევებში იყო მოყოლილი მაშველებმა გადაარჩინეს

124
SHARE

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 2 წლის ბავშვი უვნებლად ამოიყვანეს.

ის ნანგრევებში 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო დედამისი, რომელმაც მაშველებს ხმა მიაწვდინა. დედა-შვილი უკვე კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

თურქეთში, ძლიერი მიწისძვრიდან 24 საათის შემდეგ, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 29-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 1466 ადამიანი. 25 იანვარს, ნანგრევებიდან, დღის განმავლობაში მაშველებმა 43 ადამიანი ამოიყვანეს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here