Home მედიცინა მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს

მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს

296
SHARE

ჰონკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს. ინფორმაცია South China Morning Post -მა გაავრცელა ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, პროფესორ იუენ კვოკ-იუნგის განცხადებაზე დაყრდნობით.

პროფესორის ინფორმაციით, ვაქცინის გამოყენება მხოლოდ მისი კლინიკური გამოცდის შემდეგ დაიწყება. „ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა ცხოველებზე მისი ტესტირება ბევრ დროს წაიღებს“, – განაცხადა პროფესორმა და დააზუსტა, რომ “ცხოველებზე ვაქცინის გამოცდას რამდენიმე თვე დასჭირდება, ადამიანებზე გამოცდას კი – ერთი წელი“.

უფრო კონკრეტული ვადები მეცნიერს არ დაუსახელებია.

ვაქცინის შექმნაში ჩინელი და ამერიკელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავება აშშ-სა და რუსეთშიც მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, ნოვოსიბირსკის ოლქში მეცნიერებმა დაიწყეს ახალი ვირუსის საწინააღმდეგოდ 2 ვაქცინის შემუშავება.

ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტ „ვექტორის“ დირექტორის თქმით, ამ ვაქცინების პროტოტიპების პირველი ტესტირება ივნისში ჩატარდება.

ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, თუმცა პირველი პაციენტის ინფიცირება ცხოველისგან მოხდა. ჩინელი მეცნიერების ვარაუდით, ვირუსის პირველწყარო შესაძლოა, ღამურები იყვნენ. ინფექციის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, უღონობა და ოდნავ სველი ხველა. ახალი ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა ქალაქ უჰანში დაფიქსირდა, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here