Home განათლება მანანა ჯინჭარაძე: ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!

მანანა ჯინჭარაძე: ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!

128
SHARE

მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს წერს:

“ეს ისე… ჩემთვის… და თქვენთვისაც:

40 წლის ასაკში არწივის კლანჭები გრძელი, ნისკარტი დიდი და მოკაუჭებული ხდება, ბუმბული უხშირდება და ხელს უშლის ფრენაში.

ეს 150 დღე გრძელდება.

ამას ან უნდა შეეგუოს და მოკვდეს, ან უნდა გაუძლოს ცვლილებების უმძიმეს პერიოდს.

იგი მიფრინავს თავის ბუდეში, 5 თვის წვალების შემდეგ ხელახლა იბადება და 30 წელი შეუძლია იფრინოს და დატკბეს სიცოცხლით!

– როდესაც არწივს ერთი ფრთიდან ბუმბული წყდება, საჰაერო ბალანსის დაცვისთვის, მეორე ფრთიდან, ბუმბულს, თავისით იგლეჯს…

-როდესაც წვიმს, ყველა ფრინველი თავშესაფრისკენ მიფრინავს, არწივი, წვიმის თავიდან ასაცილებლად, ღრუბლების მაღლა დაფრინავს!

შეგონება ჩემი მეგობრებისთვის:

წინააღმდეგობა ცვლილებებზე ტვინის ბუნებრივი რეაქციაა და მას ამის არგუმენტებიც აქვს გამოცდილებიდან… სოციალური მემკვიდრეობიდან…

არ ,,დაჭკვიანდეთ” ისე, რომ ტვინის კარნახი მოცემულობად ჩათვალოთ…
ცვლილება განათლებაში მოირგე, როგორც გამოწვევა!

p.s. ომს იგებენ დედები და მასწავლებლები! – წერს მანანა ჯინჭარაძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here