Home აღზრდა “რა იწვევს მეტყველების შეფერხებას ბავშვებში” – თამარ გაგოშიძე მშობლებს ურჩევს

“რა იწვევს მეტყველების შეფერხებას ბავშვებში” – თამარ გაგოშიძე მშობლებს ურჩევს

221
SHARE

„აჭარის ტელევიზიის“ გადაცემის „ჰეშთეგის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ცნობილმა ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს მისცა რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აარიდონ თავი ბავშვების ტექნიკისადმი ზემდეტ დამოკიდებულებას.

„დღევანდელი ეპოქა ისედაც ძალიან დინამიკურია და ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენი  ტვინის ბომბარდირება ხდება ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციით, რაც ადრე არ იყო.

ყოველწლიურად გამოდის ახალ-ახალი მრავალფეროვანი გაჯეტები და ბავშვების ურთიერთობა ჩვილობის ასაკიდან იწყება.

ჩვენი ტვინი არ არის მიჩვეული ასეთ რამეებს და მასზე გაჯეტები არ მოქმედებს კარგად.

ბავშვის ტვინი მიჩვეულია განვითარებას რეალურ და არა ვირტუალურ სამყაროში.

ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში.

ორ წლამდე ბავშვმა რეალურ სამყაროსთან უნდა იურთიერთოს და ესმოდეს ცოცხალი მეტყველება და არა კომპიუტერიდან… ძალიან ხშირია მეტყველების შეფერხება ბავშვებში ზუსტად ამ კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენით…“, – აღნიშნა  თამარ გაგოშიძემ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here