ნათია ფანჯიკიძე: ჩემი შვილი ნიუ-იორკში მიმტანად მუშაობს…

    191
    SHARE

    გოგი გვახარიას პოსტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროა ამდენი ღამის მარკეტი თბილისში, უამრავი გამოხმაურება აქვს. კინოკრიტიკოსმა ეს თემა „სპარში“ მომხდარი ტრაგედიის გამო წამოსწია, როცა მყიდველმა კონსულტანტი ბიჭი დაჭრა და ერთთვიანი კომის შემდეგ, ახლახან სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა…

    ამ თემის ერთ-ერთი კომენტარის ავტორი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შემდეგი სახის პოსტით გამოეხმაურა:

    „დაკეტვა არაა გამოსავალი, ვინც მუშაობს, სამსახური სჭირდება. ნორმალურ მსოფლიოში, ღამის სამსახურს აქვს ორმაგი ანაზღაურება. აქ ადამიანის ჩაგვრა იმაში გამოიხატება, რომ მის შრომას და ჯანმრთელობას ქირაობენ კაპიკებად. ჩემი შვილიც მუშაობს არასადღეღამისოდ, მაგრამ გვიანამდე მიმტანად ნიუ იორკში, მაგრამ ლამის სწავლას უფრო მიატოვებს, ვიდრე სამსახურს, ისეთი ანაზღაურება აქვს…“, – წერს ფანჯიკიძე.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here