Home მედიცინა “სრული ისტერია ვრცელდება… და ეს ასე არ არის! ” – ბოლო სიახლეები...

“სრული ისტერია ვრცელდება… და ეს ასე არ არის! ” – ბოლო სიახლეები კორონავირუსის შესახებ

687
SHARE

ჩინური კორონა ვირუსის შესახებ სრული ისტერია ვრცელდება… და ეს ასე არ არის!  – ამის შესახებ ბოლო სიახლეებს პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგ-პოსტზე წერს.

“დილიდან ინტერნეტში სრული ისტერია ვრცელდება, წყაროები აღწერენ სიტუაციას ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც ხალხი უკვე ქუჩაში კვდება, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსი ღამურას და გველის ვირუსების ჰიბრიდია. ეს ისტერია ფანტასტიური ჟანრის ზოგიერთ ფილმს გაგახსენებთ. და ეს ასე არ არის!

ამიტომ, გადავწვიტე, პერიოდულად მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც სამედიცინო წრეებისათვის არის ცნობილი და რასაც ავრცელებენ და ყოველდღიურად აახლებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

მაშ, ასე, 23 იანვრის მონაცემებით, დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების 571 შემთხვევა ჩინეთში. ერთეული შემთხვევები დადასტურებულია ტაილანდში, იაპონიაში, ჰოკონგში, აშში-შო, სამხრეთ კორეაში. ყველა დავადებულს ჰქონდა კავშირი ჰუბეის პროვინციასთან.

571 შემთხვევიდან 95 ადამიანს დაავადების მძიმე ფორმა აქვს. ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 17 ლეტალური შემთხვევა. ყველა გარდაცვლილი ჰუბეის პროვინციიდანაა.

ვირუსის წყარო ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდაპირველად გამოვლინებულ პაციენტთა უმეტესობას კავშირი ჰქონდა ვუჰანის თევზის ბაზრობასთან, რაც ამჟამად დაავადებულთა საერთო რიცხვის მხოლოდ 15%-ია. ეს კი უკვე ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ ინფექცია ადამიანიდან ადამიანზეც ვრცელდება. ვირუსის სრული გენომი გამოქვეყნებულია გენების ბანკში.

შშ-ს დაავდებათა კონტროლის ცენტრმა უკვე დაიწყო მგზავრების შემოწომება ინფექციაზე 3 დიდ საჰაერო კარიბჭეში, რასაც დაემატება კიდევ რამდენიმე აეროპორტი უახლოეს დღეებში. შემოწმდება ჩინეთიდან შემოსული ყველა მზგავრი, რომელთაც ჰქონდათ პირდაპირი ან ტრანზიტული ფრენა ვუჰანიდან.

ჯანმო ამ ეტაპზე აფასებს ინფიცირების რიკს, როგორც ძალიან მაღალს ჩინეთში, მაღალს – რეგიონში და ზომიერს – გლობალური მასშტაბით.

სურათზე ხედავთ რეგიონსა და მის გარეთ შემთხვევების გავრცელებას ჯანმოს მონაცემებით.

სიახლეებს აუცილებლად მოგაწვიდით”, – წერს თამარ ობგაიძე.

Dr. Tamar Obgaidze / პედიატრი თამარ ობგაიძე-ს ფოტო.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here