Home მედიცინა SOS!!! გადავწყვიტე, რომ ეს ინფორმაცია უნდა მომეწოდებინა – თამარ ობგაიძე კორონავირუსის...

SOS!!! გადავწყვიტე, რომ ეს ინფორმაცია უნდა მომეწოდებინა – თამარ ობგაიძე კორონავირუსის შესახებ

785
SHARE

რა არის ახალი ჩინური კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან, – ამ თემის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე სოციალური ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

“ახალის წლის პირველივე დღეებში მსოფლიო ახალმა შიშმა მოიცვა – მისი სახელია 2019-nCoV.

ეს ახალი კორონავირუსია, რომლის შესახებ პირველად გასული წლის 31 დეკემბერს სასწრაფოდ იქნა ინფორმირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

საქმე ეხებოდა ჩინეთში, ჰუბეის პრივნციაში, ქალაქ ვუჰანში პნევმონიის აფეთქებას, ფილტვის ანთებით დაავადებულ 44 ადამიანს კორონავირუსის უცნობი შტამით გამოწვეული ინფექცია დაუდასტურდა.

ყოველთვის, როცა რაიმე ინფექციის აფეთქება იწყება, ეპიდემიოლოგები ცდილობენ დაადგინონ, რა აკავშირებთ ინფიცირებულ ადამიანებს ერთმანეთთან. აღმოჩნდა, რომ ვუჰანში დაავადებულ ყველა ამ პაციენტს ყველა მათგანს კავშირი ქალაქის ზღვისპროუდქტების დიდ ბაზრობასთან ჰქონდა, თუმცა რომელი ცხოველი შეიძლება იყოს ინფექციის რეზერვუარი, ამ ეტაპზე უცნობია.

2020 წლის 1 იანვარს ბაზრობა ჯანმოს რეკომენდაციით სასწრაფოდ დაიკეტა და დეზინფიცირებას დაექვემდებარა.

9 იანავრს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა ახალი კორონავირუსის არსებობა. მანამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, როიმ ეს ვირუსი ცხოველებში ვრცელდება და ადამიანის ინფიცირება არ ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ის ადამიანებშიც ვრცელდება. ის, რომ ყველა ინფიცირებული ადამიანი ზღვის პრუდქტების ბაზრობასთან კავშირს ადასტურებდა, მეცნიერებს აფიქრებინებდა, რომ მათი ინფიცირება სწორედ იქედან მოხდა.

ადამიანთა მიგრაცია მუდმივი პროცესია და ამიტომ ვირუსი უახლოეს დღეებში უკვე ჩინეთის დიდ ქალაქებში – შანხაიში, პეკინში, გუანდუნშიც გამოვლინდა. დაფიქისრდა ინფექციის ერთეული შემთხვევები ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში.

21 იანვარს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაადასტურა ვაშინგტონის შტატში ინფიცირების 1 შემთხვევა.

20 იანვრისათვის, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 282 შემთავხევაა აღწერილი, მათგან 12 ავადმყოფი კრიტიკულ მდგომაარეობაშია. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

სამედიცინო წრეების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რომ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ამ ქვეყანაში ბევრი ტურისტი მიემგზავრება, რაც მსოფლიოში დაავადების გავრცელების რისკს ქმნის.

კიდევ ერთი საგანგებო შეკრება ჯანმომ 22 იანვარს გამართა.

რა არის კორონავირუსი

კორონავირუსების ჯგუფი დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მთავარი სიმპტომები ხველა და ცხელებაა. შეიძლება გამოვლინდეს სხვა ჩივილებიც – თავის, ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. შესაძლო მძიმე გართულებებია პნევმონია, სეფსისი და სეფსისური შოკი.

რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მოერიდეთ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით დაავადებულებთან კონტაქტს. დაიბანეთ ხელები ხშირად, მინიმუმ 20 წამის განავლობაში, ხოლო თუ დაბანის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარები. განსაკუთრებულად დაიცავით ჰიგიენის ეს წესი აეროპორტებში.

არ გამოიყენოთ დაავადებული ადამინის პირადი ნივთები!

მოერიდეთ გარეულ ცხოველებთან, ფერმებთან კონტაქტს!

არ მიირთვათ თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ნებიმიერი ხოცრი!

აუციელბელია სასუნთქი გზების მწვავე ინფექციით დაავადებული ადამიანის იზოლირება!

სამედიცინო დაწსებულებებში დაწესდეს მკაცრი კონტროლი ინფექციების გავრცელების პრევენციისათვის.

იმ შემთხვევაში კი თუ სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია გამოგივლინდათ, აუციელბელია ექიმთან ვიზიტი, განსაკუთრებით, თუ უკვე იმოგზაურეთ ჩინეთში.

განაკუთრებული სიფრთხილისაკენ სწორედ ჩინეთში მოგზაურობის მსურველებეს მოუწოდებენ.

ბოლოს აუცილებლად უნდა დაგამშვიდოთ -ახალი კორონავირუსი ევროპაში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. არ არის მისი შემთხვევები არც საქართველოში.

და მაინც, გადავწყვიტე, რომ ეს ინფორმაცია უნდა მომეწოდებინა, რადგან როგორც ამბობენ, ინფორმირებული ადამიანი გაცილებით უფრო დაცულია, – წერს ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here