Home სხვადასხვა “დავრეკე და ვუთხარი, რომ ჩემი გოგონა სკოლაში ვეღარასდროს მივიდოდა” – ავიაკატასტროფისას დაღუპული...

“დავრეკე და ვუთხარი, რომ ჩემი გოგონა სკოლაში ვეღარასდროს მივიდოდა” – ავიაკატასტროფისას დაღუპული გოგონას მამა

189
SHARE

უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას დაღუპულ მგზავრებს შორის 9 წლის რეერა ესმაილონი და გოგონას დედა პარიზა ეღბალიანი იყვნენ.

რეერას მამა და პარიზას მეუღლე, კანადელი ჰამედ ესმაილონი, ოჯახს იხსენებს და წერს რომ  “ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი სურვილებით, ოცნებებით და იმედებით…”

“მე მიწევდა, მისთვის დამეძალებინა, რომ ყოველდღე დაეკრა ფორტეპიანოზე. ვეუნებოდი: რეერა, უნდა დაუკრა 30 წუთის განმავლობაში და მპასუხობდა: არა მამა, მხოლოდ 25 წუთი. რეერამ იცოდა, რომ 9 წლის ასაკში მხოლოდ 25 წუთი უნდა ევარჯიშა. ძალიან მიჭირს მათი გახსენება. მიწევდა ხოლმე რეერას სკოლაში დარეკვა, როცა აცდენდა, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა, დავრეკე და ვუთხარი მათ, რომ ჩემი გოგონა სკოლაში აღარასდროს მივიდოდა. პარიზა უმშვენიერესი ქალი იყო. ჩვენ ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. უსამართლობაა, რაც მოხდა. ვიცი მათ უკან ვეღარ დავაბრუნებ. ჩემი ცოლ-შვილი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი სურვილებით, ოცნებებით და იმედებით…რეერა საოცარი იყო… საუკეთესო ადამიანი. ძალიან ნიჭიერი გოგონა, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა, უკრავდა და ამ პატარა ასაკში უკვე სამ ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად და სპარსულად საუბრობდა”, – იხსენებს რეერას მამა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here