Home სხვადასხვა გართობა “არ ველოდით მსგავს გამოხმაურებას…” – ქუთაისელი მამა-შვილების ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა

“არ ველოდით მსგავს გამოხმაურებას…” – ქუთაისელი მამა-შვილების ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა

311
SHARE

ქუთაისელი მამისა და შვილების ვიდეოს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში მამა, გიორგი გურაბანიძე, პაციენტის როლს ასრულებს, ხოლო მისი შვილები სასწრაფოს ექიმები არიან. მაყურებლის ყურადღება როლების ოსტატურად შესრულებამაც მიიპყრო და იუმორმაც, რომელიც გასდევს ვიდეოს. გიორგის მეუღლე, თათია ურიადმყოფელი გვიყვება, როგორ გადაიღეს ვიდეო და ელოდნენ თუ არა მსგავს გამოხმაურებას:
mshoblebi

მყავს ორი შვილი, უფროსი ლეონი სამი წლისა, მელინა კი 2 წლის. ლეონი სულ მელოს ეძახის და ცდილობს ყველგან ასე წარადგინოს -“მელო”. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მამაა, მოსიყვარულე ყურადღებიანი, კრეატიული და არტისტულიც. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც ნახულობს შვილებთან თამაშის, გართობისა და გასეირნების დროს.
mshoblebi

ელოდით, რომ ვიდეოს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?

არ ველოდით მსგავს გამოხმაურებას და არც ატვირთვას ვაპირებდით. ხშირად ვიღებთ მსგავს ვიდეოებს თამაშის დროს, მაგრამ სოციალურ ქსელში არ ვათავსებთ. ეს ვიდეო ჩემს დედამთილს გადავუგზავნეთ იტალიაში და მან საკუთარ გვერდზე ატვირთა. შემდეგ კი მისი გვერდიდან გააზიარა ბევრმა ადამიანმა და უამრავი დადებითი კომენტარი წამოვიდა.
mshoblebi

რამდენად ხშირად გაქვთ მსგავსი აქტივობები სახლში?

მთელი დღე ჩემი შვილები მსგავსი თამაშებით არიან გართულნი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გადააქვთ თავიანთ ბავშვურ სამყაროში. მაგალითად, კონკრეტული ვიდეოს შემთხვევაში, პედიატრთან რომ დავდივართ ხოლმე, აკვირდებიან ყველაფერს, როგორ გასინჯა ექიმმა, რა ჰკითხა და შემდეგ ანალოგიურად თამაშობენ. მგონია, რომ მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან მათთვის მშობლები მისაბაძნი უნდა იყვნენ. რაც უფრო დიდ დროს გავატარებთ მათთან ერთან და ჩავერთვებით მათ სამყაროში, მით მეტად მოსიყვარულეები და მეგობრული იქნებიან სხვების მიმართ.

წყარო: mshoblebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here