“ჩემს შვილებს არასდროს გაუსინჯავთ შაქარი და გაზიანი სასმელები” – ლელა მებურიშვილი შაქრის მავნე თვისებებზე

    559
    SHARE

    შაქარს ზოგი ორგანიზმის “თეთრ მტრად” მოიხსენიებს , ზოგი – “მზაკვარ მეგობრად”, ზოგი – “თეთრ სიკვდილსაც” უწოდებს. ბევრი ცდილობს, საკუთარი რაციონიდან მაქსიმალურად განდევნოს ეს პროდუქტი, თუმცა საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ცოტას თუ გამოსდის მასზე უარის თქმა…
    ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა და ტელე-წამყვანმა ლელა მებურიშვილმა შაქრის მავნე თვისებებზე ბევრი წაიკითხა და გადაწყვიტა, შვილების – ლილიკოსა და ალექსანდრეს – მენიუსთვის არ გაეკარებინა, თუმცა, რამდენად მოახერხა, ამაზე mkurnali.ge-სთან ისაუბრებს.
    მაქსიმალურად ვცდილობ, თავადაც არ მივიღო შაქარი. ყავას, ჩაის უშაქროდ მივირთმევ. ვცდილობ, ტკბილელიც ნაკლებად მივირთვა. ჩემს შვილებს შაქარი მართლა არასდროს გაუსინჯავთ, თაფლით ვუტკბობ ხოლმე ფაფას. რა თქმა უნდა, ტკბილეული მთლიანად არ მაქვს ამოღებული მათი მენიუდან, შოკოლადს ჭამენ, მაგრამ მწარეს, ნაკლებ შაქრის შემცველს, სახლში გამომცხვარ ორცხობილას და კექსსაც მიირთმევენ. კანფეტს საერთოდ არ ჭამენ, არანაირს. გაზიანი სასმელი არ გაუსინჯავთ არასდროს.

    მინდა ბედნიერები იყვნენ, მაგრამ სიხარული და ბედნიერება მხოლოდ პირის ჩატკბარუნებასთან ხომ არ ასოცირდება?! ვცდილობ სხვა რამეებით გავანებივრო.

    მაგალითად რითი?

    დედასთან და მამასთან ხშირი ურთიერთობით, რაც ვფიქრობ, ბავშვებისთვის არის ძალიან, ძალიან აუცილებელი. რაც არ უნდა უსაყვარლესი, ბებიები, ბაბუები, ძიძები ჰყავდეთ გვერდით და მზრუნველობა არ მოაკლონ, დედის და მამის სითბო მაინც ყველაზე მეტად საჭიროა ბავშვებისთვის. მათი გაბრწყინებული თვალებიც ამას მოწმობენ. ერთად როცა ვართ, ვიგონებთ ახალ-ახალ თამაშებს, ვეცნობი მათ მისწრაფებებსა და ინტერესებს და შემდეგ სათამაშოებს სწორედ ამ ინტერესების მიხედვით ვყიდულობ, ზუსტად იმას ვჩუქნი, რაც მათი განვითარებისთვის ყველაზე მეტად მნიშვბნელოვანი და საინტერესოა.
    საახალწლოდ ნაძვის ხე ერთად მოვრთეთ. მაგიდაზე მხოლოდ ის ტკბილეული გვიდევს, რაც ბავშვებისთვის სასარგებლოა, თუმცა ზომიერების დაცვა მაინც პრობლემაა ხოლმე. განაგრძეთ კითხვა

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here