Home სხვადასხვა “არა უშავს მაა, მაგარი კაცები ასე იზრდებიან…” – ბექა პატურაშვილი საზოგადოებას მადლობას...

“არა უშავს მაა, მაგარი კაცები ასე იზრდებიან…” – ბექა პატურაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის

472
SHARE

ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი, რომლის 1 წლის შვილს, ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, სოციალურ ქსელში ფოტოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“არაუშავს მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან, ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ მივხედავთ ამ საქმეს…

ახლა, სადაც ვართ აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ “იმედში” ვმუშაობდი, აქცია გვქონდა, სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება, სადაც პატარა პაციენტები ყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით. თამაშობდნენ, იცინოდნენ. მშობლებიც ასევე იქცეოდნენ. კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი, მაგრამ შოკი იყო რა თქმა უნდა თავში მომდიოდა აზრები „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია როგორ ახერხებენ სიცილს რომ ბავშვებმა არ იგრძნონ“.

ხო ძნელი ყოფილა. ახლაც იგივე სურათია აქ. არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას, დიდი ძალა ჭირდება. არ მჯერა, რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე, პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ, როცა მიუსჯიან და პირველად გადაყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე, ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ.

კარგი ის არის, რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ ნათ მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.

უღრმესი მადლობა ყველას, ახლობლებს უცნობებს.. ვამაყობ თქვენით ბრავო! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას გვმატებთ.. გპირდებით, რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით, როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა ჩვენი კაციც რა თქმა უნდა ასე მოიქცევა თავის დროზე”, – წერს ბექა პატურაშვილი. 

პატარა ალექს პატურაშვილის მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბავშვი სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს. ოჯახს საზოგადიოების დახმარება სჭირდება.

ანგარიშის ნომერი : GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი)

მიმღები: ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა)

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here