Home Uncategorized საქართველოში 15-დან 19 წლის ასაკის გოგონების 14% ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებს

საქართველოში 15-დან 19 წლის ასაკის გოგონების 14% ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებს

758
SHARE

„იმედის დღემ“ სქესობრივი აღზრდის შესახებ სპეციალური თემა მოამზადა.  როგორც ჟურნალისტმა თიკა წერეთელმა აღნიშნა, პატარებს მცირე ასაკიდან მშობლებმა მხოლოდ სიმართლე უნდა უთხრან, თუმცა უხერხული შეკითხვის დროს პასუხის გაცემისას ხრიკებიც არსებობს, რომელთა გამოყენებაც ასეთი საუბრების დროს თემას შეამსუბუქებს.

ბოლდროინდელი კვლევის თანახმად, 15-დან 19 წლის ასაკის გოგონებიდან 14 % იყენებს კონტრაცეპტივებს, პირველი ორსულობა კი ამ ასაკის გოგონებში ქალაქად 5%-ია, სოფლად 12%, აბორტის მონაცემებს რაც შეეხება, ყოველ ათას გოგონაზე 12 აბორტი მოდის.

„იმედის დღეს“ სექსოლოგი სოსო შურღაია ესტუმრა და ილაპარაკა იმ ფრაზებზე, რომელთა გამოყენებაც ნაკლებად სასურველია ამ თემებზე ბავშვებთან ლაპარაკისას.

„ბავშვებს ჩვენზე კარგად შეუძლიათ ამ თემის მოძიება, ინტერნეტის საშუალებით. სქესობრივი აღზრდა დაბადებიდანვე იწყება. საუბრის დაწყება მოზარდობის ასაკში ცოტა დაგვიანებულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცოდეთ, რომელ ასაკში რა ინფორმაციის მიწოდებაა მნიშვნელოვანი. ჩვილი რეაგირებს ხელის გადასმაზე, ექვსი თვიდან მას აინტერესებს საკუთარი სხეულის ნაწილები, იკვლევს თავის თავს, რასაც ხელით მიწვდება, ყველაფერს ეხება, მათ შორის, გენიტალიებს. ამ შემთხვევაში არ უნდა გავუბრაზდეთ, ხელი არ ავაღებინოთ, რადგან ნორმალურია და მალე გაივლის. თავიდანვე ეს მის გონებაში დაილექება, როგორც ტაბუირებული თემა, სირცხვილია და არ შეიძლება, რაც სამომავლოდ შეუქმნის გარკვეულ სექსუალურ სირთულეებს. 3-4- წლიდან მიმდინარეობს პროცესი, როცა ინდივიდი აღიქვამს საკუთარ სქესს, ბიჭია თუ გოგოა. ამ დროს შეიძლება ხელმეორედ დაიწყოს გენიტალიებზე ხელის მოკიდება და აღმოაჩინოს, რომ ეს სასიამოვნოა. თუ რაიმე უხერხულობას იგრძნობთ, ჯობს, გახვიდეთ ოთახიდან…“, – აღნიშნავს სოსო შურღაია.

❗ საქართველოში 15-დან 19 წლის ასაკის გოგონების 14% ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებ

❗ საქართველოში 15-დან 19 წლის ასაკის გოგონების 14% ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებს❓ როგორ ვესაუბროთ ბავშვებს უხერხულ თემებზე ასაკის შესაბამისად. რა ზიანი მოაქვს მშობლის უხეშ რეაქციებს?👉 სექსოლოგის რეკომენდაციები რუბრიკაში წესები მშობლებისთვის თიკა წერეთელთან ერთად

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2020

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here