Home აღზრდა “ასაკობრივი შიშები ბავშვებში” – ფსიქოლოგის საჭირო რეკომენდაციები

“ასაკობრივი შიშები ბავშვებში” – ფსიქოლოგის საჭირო რეკომენდაციები

213
SHARE

„სხვა შუადღემ“ ბავშვებს შორის ასაკობრივი შიშების შესახებ სპეციალისტს შეკითხვები დაუსვა. ფსიქოლოგმა ზაზა ზარდიაშვილმა უამრავ კითხვას უპასუხა, რომელიც ამ თემას უკავშირდება.

“ბავშვი არის დინამიკური, აქტიური არსება, რომელიც ემზადება ცხოვრებისთვის. კვლევა, აქტიურობა, ფიზიკური შეხება მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური განვითარებისთვის. აქ მნიშვნელოვანია, მშობელმა ზედმეტად არ დააშინოს და დააფრთხოს ბავშვი, არ უნდა ჩაუნერგოს, რომ სამყარო ზოგადად საშიშია.

მით უმეტეს, უფრო მეტი რისკია მშობლის ჰიპერმზრუნველობაც, როცა ბავშვს უშლის რაღაცებს. ყოველთვის მისი მხედველობის არეში არ იქნება, როცა ბავშვი შეჩვეულია მშობლისგან სიგნალს და ის აგვიანებს, შეიძლება, ეს ტრავმითაც დასრულდეს.

მშობელსა და შვილს შორის ძალიან დიდი კავშირია. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, დედა უყურებდა საშიშ ფილმებს, როგორც კი დედის სხეული იძაბებოდა, იძაბებოდა ბავშვიც… არადა, მას შეხება არ ჰქონდა იმ ფილმებთან.

არსებობს ნორმალური შიშების შკალა. პრობლემაა, როცა ბავშვს  ასაკის შეუსაბამო შიშები ეწყება. მაგალითად, ერთი წლის ასაკში ნორმალურია დიდი ნივთების შიში, შემდეგ კი აღარ უნდა იყოს”, –  აღნიშნა ზაზა ვარდიაშვილმა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here