Home ორსულობა “კი­დევ ერთი ვაჟი…” – 36 წლის ქალი მეცხრე შვილის დედა გახდა

“კი­დევ ერთი ვაჟი…” – 36 წლის ქალი მეცხრე შვილის დედა გახდა

362
SHARE

36 წლის ქეთი ტა­ბა­ტა­ძე მე­ცხრე შვი­ლის დედა გახ­და. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა პირ­ვე­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ რვა­ჯერ ბუ­ნებ­რი­ვი გზით იმ­შო­ბი­ა­რა და ყვე­ლა მშო­ბი­ა­რო­ბამ უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ი­ა­რა. ამ­ჯე­რად ოჯახს კი­დევ ერთი ვაჟი, აბ­რა­ამ ტა­ბა­ტა­ძე შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და.

გა­გუ­ას კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­გუა ამ­ბობს, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა მის პრო­ფე­სი­ულ პრაქ­ტი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმით, რომ პირ­ვე­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვი გზით რვა­ჯერ იმ­შო­ბი­ა­რა.

“სა­კე­ის­როს შემ­დეგ რომ მშო­ბი­ა­რო­ბა სა­ში­შია და არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კა და კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ 70%-ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დეს. ჩვენს კლი­ნი­კა­ში მი­ნი­მუმ 20-30 ქალი, გა­და­ტა­ნი­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ, ყო­ველ­წლი­უ­რად ბუ­ნებ­რი­ვი გზით მშო­ბი­ა­რობს. ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა იმი­თაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ პირ­ვე­ლი სა­კე­ის­როს შემ­დეგ რვა ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბაა. მქო­ნია პი­რა­დად სამი, ოთხი ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა სა­კე­ის­როს შემ­დეგ, მაგ­რამ რვა – არა. თუ კი­დევ გა­ვიხ­სე­ნებ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს ჩემი პრაქ­ტი­კი­დან ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი 11 შვი­ლის დე­დაა”, – ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან და­ვით გა­გუა.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ამ­ბობს, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა მისი ოჯა­ხის ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ქე­თის მე­უღ­ლე შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე ამ­ჟა­მად სტი­ქა­რო­სა­ნია და მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც გახ­დეს.
შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე შვი­ლებ­თან ერ­თად

“22 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც შე­ვუღლდით. უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. პირ­ვე­ლი გო­გო­ნა 2006 წელს სა­კე­ის­რო კვე­თით გა­მიჩ­ნდა. მშო­ბი­ა­რო­ბას გარ­თუ­ლე­ბა ახ­ლდა, ამი­ტომ სა­კე­ის­რო გახ­და სა­ჭი­რო. 2008 წელს ისევ დავ­რჩი ორ­სუ­ლად, მო­ვი­ა­რე ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ნი­კა, ვერ მპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა უსაფრ­თხო იქ­ნე­ბო­და. მი­ვე­დი ბა­ტონ და­ვით გა­გუ­ას­თან, რო­მელ­მაც მამ­შო­ბი­ა­რა ბუ­ნებ­რი­ვად, უპ­რობ­ლე­მოდ და და­ი­ბა­და ან­ტო­ნი. მას შემ­დეგ ყვე­ლა შვი­ლი ბა­ტონ და­ვით­თან გა­ვა­ჩი­ნე. სხვა­თა­შო­რის, მე­ექ­ვსე შვი­ლი, ელი­სა­ბე­დის ნათ­ლია ბა­ტო­ნი და­ვი­თია”, – ამ­ბობს ქეთი და ცხრა­ვე შვი­ლის და­ბა­დე­ბის წელ­სა და სა­ხე­ლებს გვაც­ნობს.

და­ვით გა­გუა და პა­ტა­რა ელი­სა­ბედ ტა­ბა­ტა­ძე

“2006 წელს პირ­ვე­ლი გაჩ­ნდა ელე­ნე, ან­ტო­ნი – 2008 წელს, 2009 -ში – ილია, 2010 წელს – ან­დრია, 2011 წელს იო­ა­ნე მო­ევ­ლი­ნა სამ­ყა­როს , 2013 წელს ელი­სა­ბე­დი, 2015- ში – ენუ­ქი , 2017 წელს – ელი­სე და 2020 წელს აბ­რა­ა­მი და­ი­ბა­და.

ცხრა შვი­ლის დედა ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის და ამ­ბობს, რომ ცხრა შვი­ლის გაზ­რდის პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­ფე­სი­ულ რე­ა­ლი­ზე­ბა­საც ახერ­ხებს.

“ჩვენ ვცდი­ლობთ ეკ­ლე­სი­უ­რად ვი­ცხოვ­როთ, რო­მელ აბორტზეა სა­უ­ბა­რი. რამ­დენ­საც უფა­ლი მოგ­ვცემს, იმ­დენს გა­ვა­ჩენთ. დატ­ვირ­თვა და შრო­მა, რა თქმა უნდა, არის. მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მე ინ­გლი­სუ­რის პე­და­გო­გი ვარ და ვცდი­ლობ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვიყო. კერ­ძოდ, ვამ­ზა­დებ ბავ­შვებს. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა მე­უღ­ლე, დე­დამ­თი­ლი, უფ­რო­სი გო­გო­ნაც, რო­მე­ლიც 13 წლი­საა.

არა­ფერ­ზე ვწუ­წუ­ნებ, ვშრო­მობთ და ვზრდით ჩვენს შვი­ლებს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის გვაქვს, რომ ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობთ. ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან 30 კვ მ. ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ჩემი მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბაა. რო­გორც ვიცი, კა­ნო­ნი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა­ზე არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ აწე­სებს. რად­გან ასეთ პა­ტა­რა ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, მოგ­ვე­ნი­ჭა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი და ჯამ­ში მთე­ლი ოჯა­ხი თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1100 ლარს ვი­ღებთ. სხვა არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ გვაქვს”.

წყარო: www.ambebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here