Home სხვადასხვა კახეთში, ვირუსით 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა

კახეთში, ვირუსით 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა

139
SHARE

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა.

ვანთაში მერის წარმომადგენლის, გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მაღალი სიცხეები ჰქონდა.

„გადმოცემით ვიცი, რომ სიცხეები ჰქონდა, როგორც ჩანს ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ“, – განაცხადა ნაპირელმა.

ორსულის გარდაცვალებაზე ანალოგიური ინფორმაცია აქვს გამოძიებასაც. წინასწარი მონაცემებით, ახლობლებმა სამართალდამცავებს განუმარტეს, რომ ქალს მაღალი სიცხეები და ხველა აღენიშნებოდა.

ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო და აღრიცხვაზე, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში იყო დარეგისტრირებული. კლინიკის ინფორმაციით, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და დამატებითი ფაქტორების გარეშე, ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ესქპერტიზა, რომელიც ორსულის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

ორსულის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაც.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here