Home სხვადასხვა 4 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

4 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

139
SHARE
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.წ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.წ.-მ 2018 – 2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here