Home სხვადასხვა “7 წლის ბავშვი, რომელმაც 1500 ძაღლი გადაარჩინა” – პატარა გმირი დიდი...

“7 წლის ბავშვი, რომელმაც 1500 ძაღლი გადაარჩინა” – პატარა გმირი დიდი და კეთილი გულით

316
SHARE

რო­მან მა­კკი­ნი 7 წლის ამე­რი­კე­ლი ბი­ჭია, რო­მე­ლიც ცხო­ველ­თა გა­დარ­ჩე­ნა­ზე და მათ­თვის უკე­თე­სი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე ზრუ­ნავს. მას ამ საქ­მე­ში დედა, ჯე­ნი­ფე­რი ეხ­მა­რე­ბა.

როცა 4 წლის გახ­და, სა­ჩუქ­რე­ბის ნაც­ვლად, ბი­ჭუ­ნამ მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს სთხო­ვა, რომ ტე­ხა­სის ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

რო­მან მა­კკო­ნი იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც ტე­ხა­სის ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში პირ­ვე­ლად მი­ვი­და, იქ ძაღ­ლე­ბი მო­წყე­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გა­ნაც არ ჰქონ­დათ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და ვერ გრძნობ­დნენ შე­სა­ბა­მის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს. ბიჭ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა, რომ მათ­თვის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხე­ბი ეპოვ­ნა, რომ­ლე­ბიც ძაღ­ლებს თა­ვი­ანთ სახ­ლში წა­იყ­ვან­დნენ.

ბიჭს დედა ვი­დე­ო­ებს უღებს, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ ეთა­მა­შე­ბა მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებს, ვი­დე­ო­ებ­ში ბიჭი სა­უბ­რობს, თუ რო­გორ სჭირ­დე­ბათ მათ მზრუნ­ვე­ლი პატ­რო­ნე­ბი, შემ­დეგ ამ ვი­დე­ო­ებს “ფე­ის­ბუქ­ზე“ ათავ­სე­ბენ და ასე პო­უ­ლო­ბენ ცხო­ველ­თა მსურ­ველ ადა­მი­ა­ნებს. ამ მე­თო­დით პა­ტა­რა გმირ­მა უკვე 1500-ზე მეტი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი და 40 კატა გა­და­არ­ჩი­ნა.

“ყოველდღე რამდენიმე ქუჩის ძაღლი და კატა მსტუმრობს”, – გაიცანით მეხანძრე-მაშველი, რომელიც ცხოველთა თავშესაფრის გახსნაზე ოცნებობს

რო­მან მა­კკო­ნი 2018 წელს “წლის ბავ­შვად“ და­ა­სა­ხე­ლეს და 20 ათა­სი დო­ლა­რი გა­დას­ცეს, რო­მე­ლიც ბიჭ­მა სა­კუ­თა­რი ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რის შექ­მნას მო­ახ­მა­რა, სა­დაც ქუ­ჩი­დან მიჰ­ყავს ცხო­ვე­ლე­ბი, ხოლო შემ­დეგ მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა მათ.

“ვეხ­მა­რე­ბი ძაღ­ლებს, რომ იპოვ­ნონ ნამ­დვი­ლი მო­სიყ­ვა­რუ­ლე პატ­რო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სიყ­ვა­რულს აგ­რძნო­ბი­ნე­ბენ“, – ამ­ბობს ბიჭი.

რო­მანს უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის მი­მართ სა­ქებ სი­ტყვებს არ იშუ­რე­ბენ:

“ჩვე­ნი დრო­ის გმი­რი”, პა­ტა­რა ბიჭი დიდი და კე­თი­ლი გუ­ლით”, – წე­რენ რო­მან მა­კკი­ნის ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

წყარო: ambebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here