“ჩემი ბიჭი გაქრისტიანდა…” – ბერა ივანიშვილი ბერუკას ნათლობის ფოტოებს აქვეყნებს

    1134
    SHARE
    ბიძინა ივანიშვილის დიდ ოჯახს 2019 წლის მიწურულს დიდი სიხარული ეწვია. ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დედის და მამის სახელების გაერთიანებით ბერუკა დაარქვეს. ბუნებრივია, ბავშვის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მაგრამ გავრცელებული ტრენდის თანახმად, ფოტოებს ყოველთვის ისე იღებდნენ, რომ პატარას სახე არ გამოჩენილიყო.

    mshoblebi
    დღეს ბერუკა ივანიშვილი გაქრისტიანდა. ინსტაგრამზე ბერუკას პირველი ფოტო და პოსტი ახალბედა მამამ შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა: “ჩემი ბიჭი გაქრისტიანდა, ჩვენს დიდ ქრისტიანულ ოჯახს ახლა უკვე ახალი წევრი ჰყავს”.
    mshoblebi
    როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილის შვილიშვილი პატრიარქმა მონათლა და დალოცა, ნათლიების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ საჯაროვდება.
    mshoblebi
    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here