Home მედიცინა ანიტას დედა: ვერ ლაპარაკობს და ტუჩების მოძრაობით გვაგებინებს სათქმელს…

ანიტას დედა: ვერ ლაპარაკობს და ტუჩების მოძრაობით გვაგებინებს სათქმელს…

584
SHARE

ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მარიკო წერს, ბავშვის ფილტვები მთლიანად ინფექციამ მოიცვა. მაღალი სიცხით პატარა ინტენსიურში მოათავსეს, გაუკეთდა ინტუბაცია ახლა კი ხელოვნური ძილის რეჟიმზეა.

“გამარჯობა. ახლა ჩემი მდგომარეობა წერა-კითხვის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს, მაგრამ ვიცი რამდენი ადამიანი ნერვიულობს ჩემს შვილზე, ისიც ვიცი რამდენი უპასუხო შეტყობინება მაქვს პირადში და თავს უფლებას ვერ ვაძლევ რამდენიმე სიტყვით მაინც არ აგიხსნათ მდგომარეობა, ვალდებული ვარ, რადგან აქამდე ანიტა მარტო ჩემი იყო, ახლა ყველასი გახდა… გუშინ მთელი ღამე ტიროდა, გვეგონა უკვე ნერვული სტრესი დაეწყო, რადგან მონიტორზე ყველა მონაცემი იმდენად რიგზე იყო, ჟანგბადი მოხსნეს კიდეც.

დილით ძალიან ცუდად გახდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიურში. აღმოჩნდა, რომ ინფექციამ მთელი ფილტვები მოიცვა და თურმე ბავშვს სუნთქვა უჭირდა. ჩვენ კი ვერაფერი გავუგეთ. ახლა პირველი მიზანია დავამარცხოთ ეს გაუგებარი ინფექცია და შემდეგ დაიგეგმება გულს რა ვუყოთ.

ამხელა სიცხის ფონზე ვერანაირი ოპერაცია ვერ დაიგეგმება, რა თქმა უნდა. მეუბნებიან, რომ ახლა ნომერი პირველი პრობლემაა ამ ინფექციის დაძლევა. გაუკეთეს ინტუბაცია, ყავთ ხელოვნური ძილის რეჟიმზე, რომ არ მოიგლიჯოს.

გონებაზეა, პერიოდულად იღვიძებს, მაგრამ ცდილობენ სულ იძინოს. ვერ ლაპარაკობს და ტუჩების მოძრაობით გვაგებინებს სათქმელს. არ მინდა დაგამძიმოთ და ჩემი ემოციები მოგახვიოთ, რადგან აუტანელია ჩემთვის ანიტას ყურება ამ მდგომარეობაში. მე გავაჩინე ყველაზე ენერგიული, ცელქი და სიცოცხლისმოყვარე ბავშვი.

ახლა კი ვხედავ, რომ არაფრის ძალა არ აქვს. მინდა, ანიტას ძველი ვიდეო გაგიზიაროთ, რომ ნახოთ რა მხიარული ადამიანია და ყველამ ერთად ვინატროთ, რომ მალე ისევ ასე იმხიარულოს. მე მისი ძველი ვიდეოებით ვცოცხლობ. მაპატიეთ, უფრო ვრცლად წერა არ შემიძლია”, – წერს ანიტას დედა.

გამარჯობა. ახლა ჩემი მდგომარეობა წერა-კითხვის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს, მაგრამ ვიცი რამდენი ადამიანი ნერვიულობს ჩემს შვილზე, ისიც ვიცი რამდენი უპასუხო შეტყობინება მაქვს პირადში და თავს უფლებას ვერ ვაძლევ რამდენიმე სიტყვით მაინც არ აგიხსნათ მდგომარეობა, ვალდებული ვარ, რადგან აქამდე ანიტა მარტო ჩემი იყო, ახლა ყველასი გახდა… გუშინ მთელი ღამე ტიროდა, გვეგონა უკვე ნერვული სტრესი დაეწყო, რადგან მონიტორზე ყველა მონაცემი იმდენად რიგზე იყო, ჟანგბადი მოხსნეს კიდეც. დილით ძალიან ცუდად გახდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიურში. აღმოჩნდა, რომ ინფექციამ მთელი ფილტვები მოიცვა და თურმე ბავშვს სუნთქვა უჭირდა. ჩვენ კი ვერაფერი გავუგეთ. ახლა პირველი მიზანია დავამარცხოთ ეს გაუგებარი ინფექცია და შემდეგ დაიგეგმება გულს რა ვუყოთ. ამხელა სიცხის ფონზე ვერანაირი ოპერაცია ვერ დაიგეგმება, რა თქმა უნდა. მეუბნებიან, რომ ახლა ნომერი პირველი პრობლემაა ამ ინფექციის დაძლევა. გაუკეთეს ინტუბაცია, ყავთ ხელოვნური ძილის რეჟიმზე, რომ არ მოიგლიჯოს. გონებაზეა, პერიოდულად იღვიძებს, მაგრამ ცდილობენ სულ იძინოს. ვერ ლაპარაკობს და ტუჩების მოძრაობით გვაგებინებს სათქმელს. არ მინდა დაგამძიმოთ და ჩემი ემოციები მოგახვიოთ, რადგან აუტანელია ჩემთვის ანიტას ყურება ამ მდგომარეობაში. მე გავაჩინე ყველაზე ენერგიული, ცელქი და სიცოცხლისმოყვარე ბავშვი. ახლა კი ვხედავ, რომ არაფრის ძალა არ აქვს. მინდა, ანიტას ძველი ვიდეო გაგიზიაროთ, რომ ნახოთ რა მხიარული ადამიანია და ყველამ ერთად ვინატროთ, რომ მალე ისევ ასე იმხიარულოს. მე მისი ძველი ვიდეოებით ვცოცხლობ. მაპატიეთ, უფრო ვრცლად წერა არ შემიძლია.

Posted by მარიკო სადრაძე on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2020

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here