Home მედიცინა “დაიბანეთ ხელები ისტერიულად!”- ინგა მამუჩიშვილი გრიპის ვირუსის შესახებ გვაფრთხილებს

“დაიბანეთ ხელები ისტერიულად!”- ინგა მამუჩიშვილი გრიპის ვირუსის შესახებ გვაფრთხილებს

423
SHARE

ნიუ ჰოსპიტალსის პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პედიატრი გრიპის ვირუსის გავრცელების გზებზე, სიმპტომებსა და პრევენციაზე მშობლებს ვრცელი რეკომენდაციების სერიას აძლევს:

“მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. დღეს ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი სურვილები, ჯანმრთელობა და მშვიდობაა შინ და გარეთ. გრიპის ვირუსი მკვეთრი აქტივაციის ფაზაში შედის და არამარტო გრიპის ვირუსი, ვხვდებთ აგრეთვე ადენო, რინო, პარაგრიპი, კოკსაკის ვირუსებს, რომელთაც განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვთ.
თუ ტემპერატურა მატულობს 40 გრადუსამდე, იწევს შემცივნებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ოსსალგია, ართრალგია(ძვლების და სახსრების ტკივილი)თავის ტკივილი, ღებინება, ზოგჯერ ძლიერი აბდომინალური ტკივილი(მუცლის ტკივილი) ხშირად ზოგადი მშრალი ლორწოვანები(არც ცხვირიდან გამონადენი, არც ხველა )ეს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მესამე დღიდან, ლეთარგიული მდგომარეობა (პაციენტს სულ ეძინება) ტემპერატურა პრაქტიკულად ვერ ან რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს…
ეს უკვე გრიპია, დღეს ძირითადად ვხვდებთ B ტიპის გრიპის ვირუსს(ლაბრატორიული ტესტებით)სეზონურ გრიპს რომ ვეძახით, თუმცა გრიპი გრიპია, ყველაზე ვერაგი რესპირატორულ ვირუსებს შორის! A ტიპის ვირუსი უფრო ხშირად იძლევა გართულებებს, რადგან მას შეუძლია შეიცვალოს ანტიგენური სტრუქტურა, კვლავ შებრძანდეს ორგანიზმში ახალი სმოკინგით და ნიღბით,რ ომელსაც ვეღარ ცნობს დასუსტებული ორგანზმი, კვლავ იწყებს იმუნური სუსტემა ბრძოლას და გართულებებიც იწყება…
პანიკაშია საზოგადოება, ყველაზე მეტად ტემპერატურა გვაშინებს, რომელიც ხშირად არ გეპუებათ იმიტომ, რომ ორგანიზმი ტემპერატურის მეშვეობით ებრძვის გრიპის ვირუსს… 3 წლამდე ასაკის ბავშვი, უკვე 24 საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად აჩვენეთ ექიმს, ხოლო ყველა დანარჩენი ასაკი, 72 საათიანი ჰიპერთერმიის შედეგ აუცილებლად მიბრძანდთ ვიზიტზე ოჯახის ექიმთან, ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახეთ…
სახლის პირობებში, სანამ ექიმი გნახავთ, მიეცით ბავშვს ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალება, ჯობია გაორმაგებული დოზით, ვიდრე ხშირად, გააგრილეთ ბავშვი თუ გადახურებულია, თუ გაყინული აქვს ხელ-ფეხი, ესეიგი ტემერატურა ჯერ კდევ ზევით იწევს და ამიტომ დაათბუნეთ… შეგძლიათ გამოიყენოთ დაზელვა ოთახის ტემპერატურის წყლით, გამდნარი კარაქით, თავზე კომბოსტოს ფურცელი დაადეთ, მიაღებინეთ დიდი რაოდენობით სითხე, ჩაი (ცაცხვი, გვირილა, ჟოლო, ჯანჯაფილი, ლიმონი, თაფლი) ვიტამინიზირებული საკვები, არ დააძალოთ ხორცი და ცხიმიანი საკვების მიღება, ამ დროს უმადობა, ჩვეულებრივი მოვლენაა…არ მისცეთ ბევრი მედიკაენტი (პოლიპრაგმაზია ამ დროს დაუშვებელია) არ მისცეთ ანტიბაქტერიული საშუალებები თვითნებურად, ეს საშუალებები ექიმმა უნდა დანიშნოს ჰემოგრამაზე დაყრდნობით, ისინი არ მოქმედებენ მაინც…
ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციას ჭირდება დრო, 5-7-10 დღე, თუმცა აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობაზე დინამიური დაკვირვება რათა არ მოხდეს მეორადი ბაქტერიული ფლორის გააქტივება! გრიპის ვირუსის უხშირესი გართულება პნევმონიაა, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნა ქოშინი, ძლიერი ხველა, სწრაფი დაღლა, ციანოზი ცხვირ-ტუჩის ირგვლივ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! გრიპით დაავადებული პაციენტის იზოლაცია აუცილებელია, დაიცავით თქვენი თავიც და გაუფრთხილდით სხვებსაც, ნუ გახვალთ გარეთ, განსაკუთრებით ადამიანების თავშეყრის ადგილებში!!!
ის სახლშიც ნიღბით უნდა იმყოფებოდეს, სხვებმაც მოიხმარეთ ნიღაბი და ცვალეთ ყოველ 2 საათში, ნახმარი ნიღაბი მოათავსეთ ურნაში, ხშირად გაანიავეთ ოთახები, დაალაგეთ სველი წესით, დაიბანეთ ხელები ისტერიულად! გრიპზე იმუნიზირებული მოსახლეობის მცირე პროცენტი დაავადდა გრიპით, მაგრამ მათში კლინიკური მიმდინარეობა იყო ძალიან მარტივი…
აი რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს(ოსელტამივრი)) სააფთიაქო ქსელში დეფიციტშია, გთხოვთ იზრუნოთ ამაზე (ვისაც ხელეწიფება)რადგან არ ვართ დაზღვეულები ვირუსის შემოტევის შემდგომი ტალღებისგან!!! ტამიფლუ არ გამოიყენოთ თვითნებურად, მხოლოდ თქვენი ექიმის რჩევით, რადგან დოზირებას მკაცრი შერჩევა ჭირდება, ასაკის და წონის მიხედვით!!!
იმოქმედეთ შიშის და პანიკის გარეშე!!! თქვენს გვერდით ვართ
P.S ტამიფლუს მარაგი ჭირდება ქვეყანას!!!! – წერს მამუჩიშვილი.
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here