Home მედიცინა პაატა იმნაძე: გრიპის გამო არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს

პაატა იმნაძე: გრიპის გამო არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს

119
SHARE

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების ყოველკვირეულ სტატისტიკურ მონაცემებს ორშაბათობით აქვეყნებს. პირველი არხის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ახალმა სტატისტიკურმა მონაცემმა, რომელიც 13 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს, დღის წესრიგში დააყენოს სკოლებისა და ბაღებისთვის სწავლის დაწყების გადადების რეკომენდაციის გაცემა, პაატა იმნაძე ამბობს, რომ არაფერი შეიცვლება და მსგავსი რეკომენდაციის გაცემის საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის გართულების შემთხვევები ნაკლებია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here