Home სხვადასხვა “ბავშვს პირღებინება ჰქონდა, შემდეგ დამშვიდდა, დაიძინა და…” – ახალი დეტალები რუსთავში ჩვილის...

“ბავშვს პირღებინება ჰქონდა, შემდეგ დამშვიდდა, დაიძინა და…” – ახალი დეტალები რუსთავში ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

118
SHARE

რუსთავში ჩვილი გარდაიცვალა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით წლინახევრის ბავშვი სახლში დაიღუპა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, ექიმებმა ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები თუმცა არსებული ინფორმაციით ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე “ინფო რუსთავმა” რუსთავში გარდაცვლილი ბავშვის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

როგორც “ინფო რუსთავს” დაღუპული ბავშვის ოჯახის ერთერთმა ახლობელმა განუცხადა წლინახევრის ბავშვს ეძინა და არსებული ინფორმაციით ბავშვი სწორედ ძილის დროს გარდაიცვალა. დაძინებამდე კი მცირეწლოვანმა 3 საათით ადრე აღებინა, თუმცა ღებინების შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა.

ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ისევ უცნობია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here