Home სხვადასხვა გართობა ბავშვებისთვის საახალწლო მხიარულება თბილისის ზოოპარკში

ბავშვებისთვის საახალწლო მხიარულება თბილისის ზოოპარკში

135
SHARE

თბილისის ზოოპარკში, ძველით ახალ წლამდე, ყოველ შაბათ-კვირას, ბავშვებისთვის საახალწლო მხიარულება იქნება.

“არც ერთი შაბათ-კვირა საახალწლო მხიარულების გარეშე!!!

დიახ, დიახ!!!

თბილისის ზოოპარკში ძველით ახალ წლამდე ყოველ შაბათ-კვირას დაგახვედრებთ საბავშვო გასართობ რამე-რუმეებს – კონკურსებს, თამაშებს და ათასგვარ მხიარულობებს.

გელოდებით 4-5 და 11-12 იანვარს 12:00-დან 18:00 საათამდე!!!

აქტივობები:

ნაძვის ხის აწყობის კონკურსი; სანტა კლაუსის ციგებით გასეირნება; ელფთან თამაში დეტექტორით; საპნის ბუშტობანა; გადაახტუნე სანტა; საახალწლო მინი ნახატები; ნაძვის ხე – გუნდური თამაში; გოლი სანტას; გოლფი; ფერადი ბუშტების ფიგურები; 3 D ნიღბები; სანტას მარხილი.

მასპინძლები ვინ იქნებიან?

თავად პატივცემული სანტა; ოჩოფეხზე მოსიარულე ელფი; პანდა, ჯერი, თოვლის გოგონა და დამხმარე ელფები.

ჰოდა, ბავშვებს რომ გამოიყვანთ საახალწლოდ სასეირნოდ, ზოოპარკში შემოვლა არ დაგავიწყდეთ”, – წერენ თბილისის ზოოპარკის “facebook” გვერდზე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here